15
Sep
2016

Lenovo-ს ნოუთბუქები პირველკლასელებისთვის!

15 Sep 2016

დღეს, 15 სექტემბერს, სწავლის დაწყებასთან ერთად 55 000-ზე მეტი პირველკლასელი მიიღებს ნოუთბუქების მწარმოებელი #1 ბრენდის – Lenovo-ს ნოუთბუქებს.

პირველკლასელის ნოუთბუქი – Lenovo IdeaPad 300s – სწავლის პროცესისთვის აუცილებელ ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს. ნოუთბუქები აღჭურვილია ელექტრონული ინტერაქტიული სწავლებისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფით: Windows 10 Pro Academic Edition, office 2016 Academic Edition და Classroom Management – სპეციალური პროგრამით, რომლითაც იმართება საკლასო ოთახი და ხორციელდება ელექტრონული ინტერაქტიული სწავლება. Lenovo IdeaPad 300s -ის წარმადობას და მუშაობის სისწრაფეს უზრუნველყოფს Intel-ის უახლესი პროცესორი. ნოუთბუქი მსუბუქი და თხელია, აქვს 11.6″ HD ეკრანი, იწონის მხოლოდ 1.3კგ-ს, გამოირჩევა მაღალი გამძლეობით. ნოუთბუქების მოწოდება საქართველოში სპეციალურად ამ პროექტისთვის განახორციელა Lenovo-ს ავტორიზებულმა პარტნიორმა – კომპანია ალტამ.

Angled_Gradient_4c_printკომპანია Lenovo მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიაა ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და წარმოებაში $46 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით. Lenovo #1-ია მსოფლიოში პერსონალური კომპიუტერების კატეგორიაში 20.6%-იანი წილით. Lenovo აწარმოებს მაღალი ხარისხის სანდო პროდუქტებსა და მომსახურებებს, მათ შორის: პერსონალურ კომპიუტერებს (ცნობილი ბრენდების Think, Yoga და IdeaPad ჩათვლით), სამუშაო სადგურებს, სერვერებს, სმარტ ტელევიზორებს და მობილურ პროდუქტებს – სმარტფონებსა და პლანშეტებს.

კორპორაცია ინტელი ამერიკაში მდებარე მულტინაციონალური კორპორაციაა, რომელიც დაფუძნდა 1968 წელს, როგორც ინტეგრირებული ელექტორინიკის კორპორაცია, დღეისთვის ის ლიდერი კომპანიაა მიკროპროცესორებისა და ინტეგრირებული ლოგიკური პანელების დიზაინითა და წარმოებით.
კორპორაცია “ინტელი”, მსოფლიოს მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით, ხელს უწყობს ინფორმაციული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას. მისი პროგრამების დახმარებით, ყოველწლიურად სხვადასხვა სოციალური ჯგუფისა და ასაკის მილიონობით ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ხდება თანამედროვე ტექნოლოგიები, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ კავშირი, გაუმჯობესებული ჯანდაცვის სისტემა და ხარისხიანი განათლება.  2010 წლიდან ამ პროგრამას საქართველოც შეუერთდა და ქვეყნის მასშტაბით ინერგება 1:1 ელექტრონული სწავლების მეთოდი დაწყებითი კლასებისთვის, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ყველა პირველკლასელს საჩუქრად გადაეცემა პორტატული კომპიუტერი.

[R]

განხილვა