in ,

Lenovo-ს პირველი დასაკეცეკრანიანი კომპიუტერის წინასწარი შეკვეთები დაიწყო

Lenovo
Lenovo

2020 წლის დასაწყისში, ღონისძიება CES-ზე „ლენოვომ“ 5 წლიანი მუშაობის შედეგი – ThinkPad X1 Fold წარადგინა, თუმცა, უცნობი იყო მოწყობილობის გამოსვლის ზუსტი თარიღი და ფასი. ახლა კი, ცნობილი გახდა, რომ პროდუქტის წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია, ხოლო მისი ფასი 2500 დოლარია. Lenovo-ს მტკიცებით, მოწყობილობა წარმოადგენს პირველ დასაკეცეკრანიან პერსონალურ კომპიუტერს მსოფლიოში.

ThinkPad X1 Fold-ს აქვს 13.3-ინჩიანი OLED ეკრანი, რომელიც წიგნისებურად იკეცება. მისი ეკრანის ორი მხარე, დაკეცვისას, ერთმანეთს შორის პატარა სივრცეს ტოვებს, რომელშიც სპეციალურად ამ მოწყობილობისთვის შექმნილი დასაკეცი კლავიატურის მოთავსება შეგიძლიათ. ამ გზით კი კლავიატურის დამუხტვასაც შეძლებთ, რადგან X1 Fold-ს მისი უსადენოდ დამუხტვის ფუნქციაც აქვს. დასაკეცეკრანიან კომპიუტერს მოყვება კალამი Lenovo Mod და სადგამი. X1 Fold-ის მოქნილი დიზაინი კი მის გამოყენებას სხვადასხვა მიზნით ხდის შესაძლებელს. ეს შეიძლება იყოს ტაბლეტი, ლეპტოპი, პერსონალური კომპიუტერი, ან უბრალოდ დიდი ეკრანი, რომელზეც ფილმის ყურება გეკომფორტულებათ.

მოწყობილობა Windows 10 Pro-სა და ჰიბრიდული ტექნოლოგიით შექმნილ Intel Core პროცესორზე მუშაობს. ThinkPad X1 Fold -ს აქვს 5G-ის მხარდაჭერაც. მიუხედავად იმისა, რომ Lenovo-ს ოფიციალურ საიტზე, X1 Fold-ის წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია, ჯერჯერობით, ზუსტად არ არის ცნობილი, როდის გამოჩნდება მოწყობილობა ბაზარზე. იმ მომხმარებლებს კი, რომლებიც ახლა შეუკვეთავენ პროდუქტს, მის მისაღებად 5 კვირაზე დიდი დრო დასჭირდებათ.

Avon-მა გაყიდვების ყოველწლიური კონფერენცია „ონლაინ“ ჩაატარა

ცვლილებები 100/100! – Ford-ის კამპანია