21
Feb
2018

Lenovo-სა და Google-ის ახალი თაობის VR სათვალე, რომელიც სმარტფონის გარეშე მუშაობს

21 Feb 2018

veon
veon


Lenovo-მ, Google-ის “daydream”-ის ტექნოლოგიის დახმარებით, ვირტუალური რეალობის ახალი სათვალე შექმნა. Mirage Solo-ს გამოსვლა ჯერ კიდევ 1 წლის წინ დაანონსდა, თუმცა პროდუქტის კონცეფციამ საბოლოო სახე წელს მიიღო და მის შეძენას მომხმარებლები უკვე 2018 წლის გაზაფხულიდან ელიან. აღსანიშნავია, რომ გაჯეტი სმარტფონის გარეშე მუშაობს, აქვს 180 გრადუსიანი კამერა, რომელიც გუგლის განცხადებით, თანამედროვე 360 გრადუსიან კამერებს მნიშვნელოვნად ჯობია. ამავდროულად, ვიდეოს ყურება 4K-ში არის შესაძლებელი. პროდუქტი ლას-ვეგასში, CES კონფერენციაზე წარადგინეს. როგორც ცნობილია, მისი ღირებულება დაახლოებით $300 იქნება.

 

განხილვა