22
Jan
2020

Lenovo ჰოლოგრაფიულ კომპიუტერს ქმნის

22 Jan 2020

veon
veon


ცნობილი გახდა, რომ Lenovo ჰოლოგრაფიული კომპიუტერის შექმნაზე მუშაობს. ანუ ქმნის სათვალეს/თავსაბურავს, რომელიც VR და AR ტექნოლოგიას იყენებს და დამოუკიდებელი კომპიუტერია. მსგავსი ტექნოლოგია უკვე შექმნა Microsoft-მა, Hololens-ის სახელით ცნობილი მოწყობილობის სახით და მოსალოდნელიც იყო, რომ სხვა ტექნოლოგიური კომპანიები ამ ბაზარზე სიახლის შემოტანასა და თავის დამკვიდრებას ეცდებოდნენ. ჰოლოგრაფიული კომპიუტერის იდეა გულისხმობს იმას, რომ მისი, ანუ სათვალის ფუნქციონირებისთვის არ არის საჭირო მისი მიერთება სხვა გარე მოწყობილობასთან, პროცესორთან, მაუსთან, კლავიატურასთან და ა.შ. ეს არის დამოუკიდებელი მოწყობილობა, რომელსაც პროცესორი შიგნით აქვს ჩაშენებული.

უკვე ვთქვით, რომ Lenovo Microsoft-ის მსგავს მოწყობილობას ქმნის, თუმცა, ჯერ ზუსტად არ ვიცით, რა იქნება Hololens-სა და Lenovo VR3030S-ს შორის განსხვავება. ჯერჯერობით, რაც ვიცით არის ის, რომ Lenovo VR3030S სამომხმარებლო მიზნებზე არაა გათვლილი. სავარაუდოდ, მისი გამოყენება მხოლოდ განათლების სფეროში მოხდება.

განხილვა

1 Response