Lenovo-ს AI გადაწყვეტილებები FIFA World Cup 2026™ -ის სრულ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ახორციელებს ინტელექტუალური გადაწყვეტილებების ცენტრით, რომელიც FIFA-ს თითოეულ მოედანზე ტურნირის შეუფერხებელ ოპერირებას უზრუნველყოფს, ქმნის მოთამაშეების ციფრულ ავატარებს და თითოეული თამაშის დეტალურ ანალიტიკას აგენერირებს რეალურ დროში:
- მიმდინარეობა – ტურნირის რეალურ დროში (Live) მონიტორინგი და კონტროლი
- ანალიტიკა – მყისიერი ანალიტიკური მონაცემები
- 3D ავატარები – AI- დახმარებით შექმნილი მოთამაშეების ციფრული ვერსიები
- FIFA AI Pro – ინტელექტუალური ასისტენტი თამაშის შესახებ ინფორმაციის მისაღებად
ჭკვიანი გადაწვეტილებების ცენტრი ტურნირის მთავარ საკონტროლო ოთახს წარმოადგენს და FIFA-ს ტურნირის ტექნიკურ გამართულობასა და უწყვეტ მუშაობას უწყობს ხელს. ეს 360 გრადუსიანი ცენტრი თამაშის წინა, მიმდინარე და შემდგომ დეტალებს აწვდის ორგანიზატორებს და ამასთან, თითოეული თამაშის უკეთ დაგეგმარებაში დასახმარებლად, სტადიონების „ციფრული ტყუპების” შექმნაც შეუძლია.
ციფრული ავატარები – მოთამაშეთა AI-ს დახმარებით შექმნილი 3D რეკონსტრუქციები, თითოეული მათგანის დეტალური ციფრული რეპლიკაა და მსაჯებს სადავო offside-ის დროს გადაწვეტილების მიღებას უმარტივებს, ამასთანავე, მაყურებელსაც გაუმჯობესებულ ვიზუალურ გამოცდილებას სთავაზობს.
FIFA AI Pro, შეუდარებელი შესაძლებლობების AI ასისტენტი თამაშის შესახებ ინსაითებს აწვდის 48-ვე ნაკრებს და მათ როგორც შეცდომების გაანალიზებაში, ისე სამომავლო სტრატეგიის დასახვაში ეხმარება.
Lenovo-ს AI მიერ შექმნილი FIFA AI Pro ერთდროულად რამდენიმე აგენტს მართავს, რომლებიც მილიონობით ინფორმაციულ დეტალს 2000 სხვადასხვა მონაცემის მიხედვით ამუშავებს და მყისიერად აქვეყნებს ყოველი მატჩის ანალიტიკას.
ფეხბურთის მომავალი უკვე აქ არის – და მას Lenovo ქმნის!
[პარტნიორის კონტენტი]














