„გააძლიერეთ თქვენი შემოქმედება – ამ გზავნილით წარადგინა Lenovo-მ ახალი პერსონალური კომპიუტერი Yoga A940. გაჯეტი 4K ფორმატის მოძრავი ეკრანით, კალმით, მობილურის დამტენით და რაც ყველაზე მთავარია, მაღალი ტექნიკური მახასიათებლებით, როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, სამუშაოდ იდეალურია.
კომპანიამ ახალი პროდუქტი ტექნიკისა და ინოვაციების ყოველწლიურ გამოფენა CES 2019-ზე წარადგინა. Lenovo-ს წარმომადგენლების თქმით, Yoga A940 წელს გამოვა. ჯერჯერობით, უცნობია, რა ეღირება ახალი გაჯეტი.











