in ,

დამხმარე ბურთულა ფოტოგრაფებისთვის – Lensball

ფოტოგრაფები, შთამბეჭდავი კადრების დასაფიქსირებლად, სულ უფრო მრავალფეროვან მეთოდებს იყენებენ. შესაბამისად, კომპანიებიც ცდილობენ მოამარაგონ ისინი ახალი საშუალებებით. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მათგანს – Lensball, ანუ ბურთულას, რომელიც თქვენს ობიექტივში მოხვედრილ კადრს აირეკლავს და 180 გრადუსით ამოატრიალებს. არ აქვს მნიშვნელობა, მოყვარული ფოტოგრაფი ხართ, თუ პროფესიონალი, შეიარაღებული ხართ სმარტფონით, თუ ფოტოკამერით. შეგიძლიათ ფოტოგრაფიაში ახალი, თქვენეული სტილი იპოვოთ.

ბურთულა 60 მილიმეტრის (250 გრამი), ან 80 მილიმეტრის (650) დიამეტრისაა, სპეციალური ჩანთის მეშვეობით კი, შეგიძლიათ თან ატაროთ. მისი ფასი 50 დოლარიდან იწყება. წარმოგიდგენთ რამდენიმე ფოტოს, რომელიც, შესაძლოა, ინსპირაციისთვისაც გამოგადგეთ.

Ferrari 2020 წელს, მსოფლიოს, თავის სუპერ ძალას აჩვენებს

Pepsi, დახარჯული თანხის 10%-ს, უკან აბრუნებს