ისეც ხდება, რომ სამყარო ცივ, მკაცრ ადგილად გვეჩვენება და მის მიმართ გაუცხოებას განვიცდით. ზოგჯერ, განწყობაზე მოსასვლელად, თბილი და გემრიელი კერძია, ოჯახურ სიმყუდროვეს რომ გვაგრძნობინებს. მილენიალებსა და Z თაობამდე საკუთარი სათქმელის მისატანად, კომპანია Campbell-მა კამპანია წამოიწყო. ანიმაცია ციცინათელა ჯუნის თავგადასავალზე გვიამბობს, რომლის ნათებაც ყოველდღიურ სირთულეებსა და იმედგაცრუებაში იკარგება. თუმცა, მაინც პოულობს გამოსავალს დაიბრუნოს განწყობა და კვლავინდებურად იციმციმოს. ვიდეორგოლზე სააგენტო Leo Burnett-მა იმუშავა.
ისევ იციმციმე, ჯუნ! – Campbell-ის ანიმაცია











