in ,

მატასი სულაკაური Leo Burnett Moscow-ის სენიორ არტ დირექტორი გახდა

გლობალურ სარეკლამო ქსელს – Leo Burnett Worldwide 84 ქვეყანაში აქვს ფილიალი. მოსკოვში კი იგი 1995 წლიდან არსებობს და რამდენჯერმე დასახელდა ყველაზე ეფექტურ და სტაბილურ შემოქმედებით სააგენტოდ. ეს არის უამრავი საერთაშორისო ჯილდოს მქონე კომპანია, რომლის მომხმარებლებიც ისეთი დიდი ბრენდები არიან, როგორიცაა: McDonald’s, Leroy Merlin, P&G, S7 Airlines, UBER, Samsung და ა.შ. ამ წლის აგვისტოდან კი, Leo Burnet Moscow-ს სენიორ არტ დირექტორი ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენელი და კრეატიული სააგენტო Windfor’s-ის არტ დირექტორი – მატასი სულაკაური გახდა. როგორ აისახება აღნიშნული ცვლილება ქართულ კრეატიულ ინდუსტრიასა და ახალგაზრდა შემოქმედის საქმიანობაზე – ამ საკითხებზე მარკეტერი მატასი სულაკაურს ესაუბრა:

M: სარეკლამო სფეროში თქვენი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი გამოცდილების შესახებ მოგვიყევით.. 
დაახლოებით, 4 წლის წინ, სრულიად სპონტანურად, შემოვდგი ფეხი ამ სფეროში და ჯერჯერობით, არ მომიცვლია. პირველი გარდატეხაც, ალბათ, გამართლებასთან ერთად, Windfor’s-ი იყო, სააგენტო, რომელმაც ბევრი გზა გამიხსნა. ამ გზამ ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან წრფეზე გაიარა. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ლონდონში მოვხვდებოდი და სტაჟირებას McCann London-ში გავივლიდი. ეს გამოცდილება, ჯერჯერობით, ყველაზე საინტერესო თავგადასავალი იყო.

M: როგორ მიიღეთ შეთავაზება ყოფილიყავით Leo Burnett Moscow-ის სენიორ არტ დირექტორი?
სააგენტო ლონდონში ყოფნისას თვითონ დამიკავშირდა. გადაწყვეტილების მიღება დიდხნიანი და რთული პროცესი აღმოჩნდა. რუსეთი პოლიტიკურად ჩემთვისაც მტერი და ოკუპანტია, კი, #PutinKhuilo! თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ შესაძლებლობაზე და განვითარებაზე უარი მეთქვა. თან, ალბათ, სჯობს მტერს ახლოდან იცნობდე.

 

M: რა მოლოდინები გაქვთ Leo Burnett Moscow-ის სენიორ არტ დირექტორობისგან? 
კონკრეტული პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ალბათ, ცოტა მოსაწყენიც. შემოქმედებითი სფეროა და ჩემი დაკვირვებით, ყოველთვის სპონტანურად ვითარდება. მე ასე ვხედავ, რომ სრულიად ახალი აღმოჩენების და შესაძლებლობლების სამყარო იხსნება. შიგნით რა ჯადოქრობა დატრიალდება, ვინ იცის?! ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის..

M: ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქართული სარეკლამო ინდუსტრიის განვითარების პროცესში შემოქმედებითად აღარ იქნებით ჩართული?
არ მგონია, თუმცა, არავინ იცის.

როგორ გავიყვანოთ დრო თვითმფრინავით მგზავრობისას – მოყვარული მოგზაურის განსხვავებული მეთოდი

#ბარათისამარა – Mastercard-ის კამპანია საქართველოში ნაღდი ფულის გარეშე ცხოვრების პოპულარიზაციისთვის