in

LEO — ჰიბრიდული რობოტი, რომელსაც ფრენა და სიარული შეუძლია

ის ყანჩის ფრენითა და მოძრაობით არის შთაგონებული

კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის Caltech-ის მკვლევრებმა ჰიბრიდული, ორფეხა რობოტი — LEO შექმნეს. მას ფრენა და სიარული შეუძლია. 

რობოტი ფრინველის, კერძოდ, ყანჩის ფრენითა და მოძრაობით არის შთაგონებული. Caltech-ის მკვლევრებმა ჭკვიანი, ორფეხა რობოტი პატარა აღნაგობითა და წონასწორობის დაცვის გასაოცარი უნარით შექმნეს. ჰიბრიდული მოძრაობა კი ფრენასა და სიარულს შორისაა და, მოძრაობის თვალსაზრისით, საუკეთესო შედეგს იძლევა. მას ორი ფეხი აქვს და სპეციალური პროპელერით თოკზე სიარული, კიბეებზე გადაფრენა და სკეიტბორდზე დგომაც კი შეუძლია.

LEONARDO, ან მოკლედ LEO, LEgs ONBOARD drOne-ს ნიშნავს. რობოტი ლოკომოტივის რობოტიკის პოტენციალის ექსპერიმენტებს ემსახურება და არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ მარსზე მიმავალი საძიებო მისიებისთვის რევოლუციას ახდენს.

გათბობის ხარჯები ბინაში, ანუ ასჯერ გაზომილი და ერთხელ გაჭრილი ამბავი – ნამაი ვაკე

აქ, ყველა მკერდს მივესალმებით! – კამპანია ძუძუთი კვების მხარდასაჭერად