in

მომენტი, როდესაც ცხოვრებაში იმის შექმნას ვიწყებ, რაც გულით მინდა

„ლეო ინსტიტუტი“ წარმოგიდგენთ სტატიების სერიას პიროვნული ზრდის თემაზე. ლეოს გუნდის წევრების მიერ მომზადებული ოთხი ბლოგპოსტი დაგაფიქრებთ და საშუალებას მოგცემთ self-mastery-ით (საკუთარ თავზე დახელოვნებით) შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში არსებული შემაწუხებელი ფაქტორები; ასევე, შექმნათ ის, რაც გულით გინდათ.

***

ჩემი ცხოვრება — ურთიერთობები მეგობრებთან, პარტნიორთან, თანამშრომლებთან, ჩემი ფინანსური მდგომარეობა, სახლი, რომელშიც ვცხოვრობ, ჩემი განათლება და კარიერა, ჰობი, მიღწევები და მიზნები, რომლისკენაც მივდივარ — ჩემი შემოქმედებაა. თითქოს, ბანალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ ხაზს იმასაც თუ გავუსვამ, რომ ტოქსიკური ურთიერთობები, წარუმატებლობები, იმედგაცრუებები, უსიამოვნო მოვლენები და ელემენტარული მომენტებიც კი, რომლებიც ყველაზე მეტად არ მომწონს, მძულს, ეგეც ჩემი შემოქმედებაა — მაშინ, ეს ფრაზა ასეთ ბანალურ ჭეშმარიტებად შეიძლება აღარ მოგეჩვენოთ.

ამ შემოქმედების მექანიზმის უკან თურმე ძალიან მარტივი ლოგიკური ჯაჭვია. ამაზე ერთმა ჭკვიანმა, თუმცა არც თუ ისე ცნობილმა კაცმა თეორია შეიმუშავა.

Maxie Maultsby-ის რაციონალური ქცევის თეორია ვიზუალურად ასე გამოიყურება:

თეორიის მიხედვით, ფიქრს, ემოციასა და მოქმედებას შორის ურთიერთგამომდინარეობა არსებობს; თავისთავად მოვლენები კი ნეიტრალურია. ამის მარტივი დასტურია ის, რომ ერთსა და იმავე ფაქტზე სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა ფიქრი, შესაბამისად, ემოცია და შემდეგ შესაბამისი მოქმედება აქვს. მეტიც, აბა გაიხსენე, რამდენჯერ ყოფილა, რომ ერთი და იგივე მოვლენას სხვადასხვა დროს შენშიც სხვადასხვა ემოცია გამოუწვევია. ამ თეორიის ექსპერიმენტად ილუსტრაცია ძალიან შთამბეჭდავია, თუმცა იმისთვის, რომ იმუშაოს, ფაქტის ინტერპრეტაციებისგან და ემოციებისგან დაცლაა საჭირო და იმ სახით აღწერა, როგორც კამერა ჩაიწერდა, ანუ ვიზუალი და ხმა. Მოდი, მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ:

ვერსია #1: შეხვედრების ოთახში შევედი, თანამშრომელმა დამაიგნორა.

ვერსია #2: შეხვედრების ოთახში შევედი, თანამშრომელი ლეპტოპში ტექსტს წერდა.

რამხელა განსხვავებაა ხომ? მარტივი მისახვედრია თითოეული ვერსიის შემთხვევაში რა შეიძლება იყოს აზრი, რომელიც ამ მოვლენის შემდეგ გაგიჩნდება, მერე ემოცია და შესაბამისი მოქმედებაც.

საბოლოოდ, ჩვენი მოქმედებები ამა თუ იმ მოვლენაზე საპასუხოდ, ამა თუ იმ მომენტში არის ის, რაც ჩვენს ცხოვრებას ქმნის. მოქმედება შეიძლება იყოს ის, რასაც ვამბობ ან არ ვამბობ; ის, რასაც ვაკეთებ, ან არ ვაკეთებ. თითოეულის შემთხვევაში საპასუხო მოქმედებასაც ვიღებ გარემოში და აი ასე, ჩემი მოქმედებებით, რომლის უკან ემოციებია, მის უკან კი ჩემი ფიქრებით ვქმნი ჩემს ურთიერთობებს: ჯანსაღსაც და ტოქსიკურსაც, წარმატებას და წარუმატებლობას, კარიერას, ოჯახს, შესაძლებლობებს, შეზღუდვებს და ცხოვრების თითოეულ მომენტს.

სად არის ცვლილებების ბერკეტი ამ ჯაჭვში?

მოვლენები ხდება. ემოციები ავტომატურია, მიდის და მოდის. მოქმედებებიც ავტომატური პასუხია ემოციებზე. ცვლილებების ბერკეტი ფიქრებშია — თუ შევცვლი ფიქრს, აზრს, შეიცვლება ემოცია, შესაბამისად, ჩემი მოქმედებაც და საპასუხოდ გარემოდან რეაქციაც. თუმცა სირთულე იმაშია, რომ ჩვენი ფიქრების 95%-ზე მეტი გაუცნობიერებელი პროცესის ნაწილია, ისე სწრაფად ჩნდება და ქრება, რომ ზოგჯერ ვერც კი ვამჩნევთ. ან იმდენად ხშირად ჩნდება, უკვე ჩვენი იდენტობის ნაწილი გვგონია და ვერც კი ვხვდებით, რომ სინამდვილეში უბრალოდ ღრუბლებივით შემოდის და გადის ჩვენს გონებაში.

self mastery, ანუ საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე დახელოვნება ზუსტად ამ ბერკეტის დანახვა და ამოქმედებაა — ჩემს ფიქრებსა და აზრებზე დაოსტატება იმისათვის, რომ თითოეულ მომენტში შევქმნა ის, რაც გულით მინდა. ამ პროცესში ოთხი ძირითადი ეტაპია, რომლებსაც ბლოგების სერიაში შევეხებით:

გაცნობიერება — პასუხისმგებლობის აღება — არჩევანი — შექმნა

პირველი ეტაპი — გაცნობიერება, ანუ იმის დანახვა, რა ფიქრი უძღვის ჩემს მოქმედებას, საიდან მოდის ეს ფიქრი, რა დაჯერება დგას მის უკან და როგორ შევქმენი ეს დაჯერება. სხვანაირად რომ ვთქვათ, გაცნობიერება არის საშუალება გავიგო, როგორ ფუნქციონირებს ჩემი გონება. წარმოიდგინე კომპიუტერი, რომელშიც დაინსტალირებულია სოფტი. კომპიუტერი მუშაობს ამ სოფტის თამაშის წესებით/ლოგიკებით. დაახლოებით ასეთი ამბავია ადამიანის შემთხვევაშიც, გაცნობიერების მიზანია გავიგო, როგორია ჩემი პროგრამა, რა დაშვებებზე დგას, შესაბამისად, როგორ მენტალურ პროცესშია — რა ფიქრებს, აზრებს აწარმოებს; ამის შედეგად, რა ემოციებს განიცდის და საბოლოოდ როგორ რეაგირებს, როგორ იქცევა და რას იღებს შედეგად ცხოვრებაში. 

ადრე მეგონა, თუ გავიგებდი და დავინახავდი ამ მიზეზ-შედეგობრიობას და ჩემს თავს „გავიცნობდი“, ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ იმ ცხოვრებას უფრო მეტად შევქმნიდი, რაც მინდოდა, მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ გაცნობიერება საკმარისი არ არის და საერთოდაც მხოლოდ პირველი ნაბიჯია. და ხანდახან ყველაზე მარტივი ნაბიჯი.

გაცნობიერების შემდეგ, მაშინ, როცა უკვე სიცხადე მაქვს ჩემს მენტალურ პროცესზე, ანუ ვხედავ, რა ფიქრებს და აზრებს აგენერირებს ჩემი გონება, შემდეგი ნაბიჯია ჩემს შემოქმედებაზე პასუხისმგებლობის აღება. ეს შინაგანი აქტია და არაფერი აქვს საერთო ვალდებულებასთან და თვითგანსჯასთან. მეტიც, ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც ვიბრუნებ ჩემს შინაგან შემოქმედებით ძალას და მზად ვარ ახალი, გაცნობიერებული შემოქმედებისთვის“

გაცნობიერების პროცესისთვის საკუთარ თავზე დაკვირვების მარტივ ინსტრუმენტს გიზიარებთ:

გირჩევთ, პირველ ჯერზე „გასავარჯიშებლად“ რაიმე მარტივი სიტუაცია აიღოთ და ამ კითხვების საშუალებით დააკვირდეთ, რომელი ფიქრები გიშლით ხელს სასურველი რეალობის შექმნაში.

[R]

„ალტა“ Spotlight Tech-ის მხარდამჭერია“

რომელია პირველი კომიქსი ისტორიაში?