თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობა იმდენად დატვირთულია, რომ საკუთარი თავისთვის დროის დათმობამ, შინაგანი ბალანსის პოვნამ და თვითგანვითარებამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს „ლეო ინსტიტუტი“, რომელიც საქართველოში სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და პიროვნული განვითარების ეფექტიანი მიდგომები გაუზიარა საზოგადოებას. მისი შემქმნელები სამი და ანა კოენები არიან. 40-წლიანი საერთაშორისო გამოცდილების განმავლობაში, ისინი ათასობით ადამიანს დაეხმარნენ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენასა და ცხოვრების უკეთ წარმართვაში აშშ-ში, შვეიცარიაში, იტალიაში, ბრაზილიასა და პორტუგალიაში.
თქვენ თავად ხართ თქვენი ცხოვრების შემოქმედი – ასეთი გახლავთ „ლეო ინსტიტუტის“ შთამაგონებელი ფილოსოფია. ინსტიტუტი ადამიანებსა და გუნდებს ეხმარება მიაღწიონ ცხოვრების, ურთიერთობებისა და პროფესიული საქმიანობის ახალ, უფრო გაცნობიერებულ და ჰარმონიულ დონეს.
„ლეო ინსტიტუტის“ პროგრამებს შორისაა სემინარი InsideMyself. ესაა პრაქტიკა, რომელიც ადამიანებს საკუთარ მესთან კონტაქტში შესვლასა და ცნობიერი არჩევანის გაკეთების უნარის განვითარებაში ეხმარება. ეს გახლავთ „ლეო მეთოდოლოგიაზე“ დაფუძნებული უნიკალური ხუთდღიანი სემინარი, რომელიც ფუნდამენტურად მოიცავს ცხოვრების ყველა ასპექტს – ეგოსა და ჭეშმარიტი მეს ურთიერთქმედებიდან, ყოველდღიური ქცევისა და გადაწყვეტილებების გაღრმავებამდე.
„ლეო ინსტიტუტთან“ შეხვედრა თქვენთვის ცხოვრებისეული ცვლილებების ახალ საწყის წერტილს ნიშნავს. მონაწილეების შეფასებით, InsideMyself-ის სემინარის დახმარებით, შეძლეს წარსულში მიღებული ყველა გამოცდილება სიღრმისეულად გაეცნობიერებინათ. ეს სემინარი არა მხოლოდ პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს, არამედ აუმჯობესებს ადამიანურ ურთიერთობებსა და ზრდის პროდუქტიულობას საქმიანობაში. მოდით, ერთად გავეცნოთ, როგორ შეცვალა InsideMyself-ის სემინარმა მისი მონაწილეების ყოველდღიურობა.
ელენიკო რუხაძე – კონტენტ კრეატორი
„ლეო ინსტიტუტის“ ხუთდღიანი სემინარი – მოგზაურობაა, რომელმაც ჩემში რაღაც ღრმად დამარხული გააღვიძა. ეს იყო სარკეში ჩახედვის მომენტი, სადაც იმ ნაწილებს ვხედავდი, რომელთა გაგებაც დიდხანს მიჭირდა. ყველა კითხვაზე ნელ-ნელა ჩნდებოდა პასუხები და თავს იყრიდა პაზლის ის ნაწილები, რომელთა აწყობასაც მარტო ვერ ვახერხებდი. უცხო ადამიანები უცებ ახლობლებად იქცნენ, ოჯახად. ისეთი კავშირი დამყარდა, რომელსაც ასე მარტივად ვერ შეველევი. ეს გამოცდილება ისეთ საჩუქრად იქცა, რომელიც მთელი ცხოვრება ჩემში დარჩება.
ვიცი, გზა რთული იქნება და ეს მხოლოდ დასაწყისია. მაგრამ უკვე დავიწყე და ვსწავლობ, ვიყო სრულად აქ, აწმყოში. მიუხედავად სირთულეებისა, ვიცი, ეს მოგზაურობა ყველაფრად ღირს.
ეკა ჭელიძე – მაღალშემოსავლიანი მომხმარებლებისთვის ღირებულების შექმნის ჩეპტერ ლიდი, თიბისი ბანკი:
„InsideMyself სემინარის გავლა ჩემი დიდი ხნის სურვილი გახლდათ. გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის დაბადების დღეზე ეს სემინარი მეჩუქებინა და გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარი გამოვიდა, რაც კი ოდესმე მიმიღია.
ეს გახლდათ საკუთარ თავში მოგზაურობის საოცარი პროცესი, რომელიც შიშების, რწმენებისა და ქცევითი პატერნების აღმოჩენაში გეხმარება და ნამდვილ „მესთან“ გაკავშირებს.
ვფიქრობ, ჯგუფური ფორმატი ეფექტურია. მართალია, რთულია სრულიად უცხო ადამიანების წინაშე საკუთარი შიშებისა თუ ისტორიების გაზიარება, მაგრამ ის უსაფრთხო და უშუალო გარემო, რაც ჯგუფის წევრებისა და ქოუჩების დახმარებით იქმნება, ხსნის ყველა ბარიერს და აყალიბებს სივრცეს, სადაც ჯგუფის წევრების გამოცდილება დამატებით გეხმარება თვითშემეცნების პროცესში.
მსგავსი სემინარების დასრულების შემდეგ, ყველაზე რთული განწყობის დიდხანს შენარჩუნება და ნასწავლის ყოველდღიურობაში ადაპტირებაა ხოლმე. Inside Myself ამ მხრივაც გამორჩეული სემინარია – იქ ნასწავლი რამდენიმე ინსტრუმენტი უკვე გახდა ჩემი ყოველდღიური რუტინის ნაწილი, რაც მეხმარება სემინარის დროს გაკეთებული აღმოჩენების გადააზრებასა და ეტაპობრივად ახალი ჩვევების ჩამოყალიბებაში.
ჩემთვის პიროვნული განვითარება უწყვეტი პროცესია. აქამდეც არაერთი სემინარი გამივლია და შემიძლია ვთქვა, რომ ლეო ინსტიტუტის “InsideMyself”-ს ამ გზაზე უკვე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. 5-დღიანი, საკმაოდ ინტენსიური პროცესის შემდეგ მაინც უკმარისობის განცდა მქონდა და მინდოდა ეს პროცესი არასდროს დასრულებულიყო.
კონსტანტინე ზურაშვილი – ფოტოგრაფი
დანიელ კიზის ყვალილები ელჯერნონში, დასაწყისში არის აბზაცი პლატონის „სახელმწიფოდან“.
„ჭკვიანი კაცი გაიხსენებდა, რომ მზერას ორი სხვადასხვა რამე ამღვრევს: როცა სინათლიდან სიბნელეში გადავდივართ, ანდა პირიქით, სიბნელიდან-სინათლეში“.
ლეოს სემინარს სწორედ ასეთ მომენტს შევადარებდი. უეცარ შუქს ჰგავს, რომელმაც მომენტალურად მომჭრა თვალი და ნელ-ნელა ვეჩვევი, ვხვდები, ვინ ვარ და რას ვაკეთებ სინამდვილეში.
თამთა ჯაფარაშვილი – გამომცემელი, პროექტის მენეჯერი
„ლეო ინსტიტუტთან“ პირველი გადაკვეთა ორი წლის წინ მქონდა და იმ დღიდან ღრმად ჩამრჩა გულში ცნობილი ციტატა, რომელსაც სოკრატეს მიაწერენ – ყველა ადამიანში არის მზე, უბრალოდ, მიეცით მას საშუალება, გამოანათოს. ჩემს შინაგან მზეს სულ ვგრძნობდი, მაგრამ ეს შეგრძნება წარმოუდგენლად სუსტი იყო იმ მოთხოვნებთან შედარებით, რომლებსაც გამუდმებით ვუყენებდი საკუთარ თავს. რომ მეგონა, საკუთარ თავს შესანიშნავად ვიცნობ, ვიცი რა მინდა და ჩემი ცხოვრება სწორი მიმართულებით მიმყავსმეთქი, ამ სემინარმა დამანახა, რომ ვცდებოდი.
თურმე რამდენ რამეს ვაკეთებ ან არ ვაკეთებ, ვამბობ ან არ ვამბობ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები მხედავდნენ ისეთად, როგორიც ჩემი წარმოდგენით შეუცვლელი და უპირობო სიყვარულის „ღირსია“… და სად ვარ ამ დროს მე? სად არის ჩემი უსაზღვრო შემოქმედებითი პოტენციალი და ენერგია? სად და ნიღბების გარეშე, შიშს მიღმა.
InsideMyself-ის ტრანფორმაციულობა მის პრაქტიკულობაშია. სემინარი გაძლევს კონკრეტულ ტექნიკებსა და მეთოდებს, რომლებიც ყოველდღიურად უნდა გამოიყენო. საკუთარ თავზე დაოსტატება მუდმივი პროცესია, ეს სემინარი კი – იდეალური საწყისი წერტილი. პროცესი მტკივნეულია, ზოგჯერ სევდიანიც, მაგრამ, როგორც სემინარის მსვლელობისას გავაცნობიერე, ტკივილი და სევდა ხალისისა და ბედნიერების მეორე მხარეა. ტკივილზე უარის თქმით, ხალისზეც უარს ამბობ. ტკივილსა და შიშს მიღმა კი, ჩვენი შინაგანი მზე, სრული ადამიანური შესაძლებლობებით ცხოვრება გველოდება.
ასეთი გახლავთ მონაწილეთა შთაბეჭდილებები. ვიმედოვნებთ, საკუთარი გამოცდილების გააზრებაში დაგეხმარებათ. დასასრულს კი, „ლეო მეთოდოლოგიის“ თანაავტორის, სამი კოენის წიგნიდან გაგიზიარებთ ამონარიდს:
„იმის დასადგენად, თუ რა სურს თქვენს „ჭეშმარიტ „მეს”, ერთს გკითხავთ – გჯერათ, რომ ამ ცხოვრებაში ჩვენს ყოფნას მიზანი აქვს? თუ თქვენი პასუხი არის „დიახ”, ეძიეთ ის, რადგან თუ გაგიმართლებთ და მიაგნებთ, თავს რეალიზებულად იგრძნობთ. როდესაც რეალიზებული ხართ, სული იკვებება“.
სამი კოენის წიგნი – „საუბრები ლეოსთან“.
[R]