16 – 20 ივნისს LEO ინსტიტუტის სემინარი “მოგზაურობა საკუთარ თავში” (InsideMySelf) ჩატარდება. ეს არის სემინარი მათთვის, ვინც ეძებს პიროვნული განვითარების შემდეგ ეტაპს.
ცხოვრება შემოქმედებითი პროცესია! თითოეული ჩვენგანი ვქმნით ცხოვრებას იმის მიხედვით თუ როგორ ვფიქრობთ; არსებული ცხოვრება არსებული ფიქრის პროცესის ნაყოფია; თუ გინდა შეცვალო ცხოვრება უნდა შეცვალო ფიქრის პროცესი!
ამ პროცესების უმრავლესობა არაცნობიერია. სემინარზე იმოგზაურებ საკუთარ თავში, უკეთ შეიცნობ მას, აღმოაჩენ ყველა მიზეზის საწყისს და ისწავლი თუ როგორ შექმნა ცხოვრება, რომელიც ბედნიერებისა და წარმატების მომტანი იქნება როგორც შენთვის, საკუთარი თავისთვის, ისე შენი გარემოსა და გარშემომყოფთათვის.
16 ივნისს გიწვევთ გონებრივი ტრანსფორმაციის 5-დღიან სემინარზე − მოგზაურობა საკუთარ თავში (InsideMyself), რომელსაც LEO ინსტიტუტის დამფუძნებელი სამი კოენი გაუძღვება. ეს სემინარი საქართველოში უკვე არაერთხელ ჩატარდა და არაერთი მონაწილის პროფესიული თუ პირადი ცხოვრება საფუძვლიანად შეცვალა. მათ შორის არიან 200+ ტოპ-მენეჯერი, 50+ კომპანიის დამფუძნებელი, ჯამში კი 500+ ადამიანი – დედები, მამები, წყვილები…
აქვე გეტყვით, რომ სამი კოენის სემინარები დაფუძნებულია უნიკალურ მეთოდოლოგიაზე და უკვე 40 წელია, რაც წარმატებით ეხმარება ადამიანებს და ორგანიზაციებს ტრანსფორმაციაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაციებს შორის არის Shell და NASA:
სემინარის დეტალები:
სემინარზე დასწრების ფასი: €1,300 (for individuals)
Special Price for Early Bird: €1,080 (for individuals)
საკომუნიკაციო ენა: ინგლისური (სრულყოფილი ქართული თარგმანის თანხლებით)
რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს.