მართალია, ფეხბურთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა, მთელი თავისი სანახაობრიობით, აჟიოტაჟით, ადრენალინით თუ სხვა მრავალი მახასიათებლით, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კრეატივისა და სიახლის გარეშე, ისეთი საინტერესო ნამდვილად ვერ იქნებოდა. Adidas-მა, თავის ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში, რომელზეც სააგენტო Iris Worldwide-მა იმუშავა, კრეატორობა ითავა და მომხმარებელს ძალიან საინტერესო, ეფექტური ვიდეო შესთავაზა. გარდა, შთამბეჭდავი და სახალისო ანიმაციური ეფექტებისა, რგოლს განსაკუთრებულს ის ცნობილი სპორტსმენებიც ხდიან, რომლებიც მასში მონაწილეობენ – ლიონელ მესი, პოლ პოგბა, გარეტ ბეილი და ხამეს როდრიგესი, ასეთია ვარსკვლავური შემადგენლობა, მასთან ერთად კი ვიდეო, რა თქმა უნდა, ცუდი ვერც გამოვიდოდა.
https://www.youtube.com/watch?v=dXmv1DfoXd8











