in

ლეონარდო ბონუჩიმ პრესკონფერენციაზე კოკა-კოლა და ჰაინეკენი დალია

აღნიშნული ფაქტი ფანების უმრავლესობამ კრიშტიანუ რონალდუს „ვენდეტად“ შერაცხა.

Sporti
Sporti

ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ინგლისის ეროვნული ნაკრები იტალიას დაუპირისპირდა. ლონდონის „უემბლიზე“ გამართული შეხვედრა, საბოლოოდ, იტალიელების გამარჯვებით დასრულდა. ტრიუმფალური გათამაშება მანჩინის შეგირდებმა ოქროს მედლებით დაასრულეს. მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე მედიასთან ლეონარდო ბონუჩი გამოცხადდა, ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშემ კამერების წინ კოკა-კოლა დააგემოვნა, შემდეგ კი ჰაინეკენიც დალია.

ბონუჩიმ ფინალში გოლი გაიტანა, პენალტების სერიაში მისი დარტყმა ასევე ზუსტი იყო. „საოცარი საღამოა, მგონი, ამის დალევა დავიმსახურე არა? ყველაფერი უნდა დავლიო“ – თქვა ღიმილით ლეონარდომ. აღნიშნული ფაქტი ფანების უმრავლესობამ კრიშტიანუ რონალდუს „ვენდეტად“ შერაცხა.

შეგახსენებთ, ამავე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩის წინა პრესკონფერენციაზე რონალდუმ კოკა-კოლას ბოთლები მაგიდიდან გადადგა და ადამიანებს წყლის დალევისკენ მოუწოდა.


„აჭარაბეთის‘’ საპატიო ელჩი ირმა ხეცურიანი ვარშავის მსოფლიო თასის მფლობელია

რობოტიკის სასწავლო ქართული პლატფორმა Edison Tech-ის გუნდისგან – STEM Box