in

სენაკელი გოგონების უნივერსალური გამოგონება უსინათლოთათვის

სამეცნიერო კონკურს „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები მე-10 კლასის მოსწავლე გოგონები: მილანა გაგულია, მარიამ ბახტაძე, ანა კალანდარიშვილი არიან, სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა – გიმნაზიიდან.

BOG
BOG

15 ნოემბერს, 15:00 საათზე, თიბისი გალერეაში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის  მონაწილეთა პროექტების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. კონკურსის მეორე ეტაპისთვის შერჩეული 18 ნამუშევრიდან, StatusDonates-ის სპეციალური სტიპენდია უსინათლოთათვის შექმნილმა უნივერსალურმა მოწყობილობამ მოიპოვა.

ხელსაწყომ სრულყოფილი უნდა გახადოს უსინათლოთა მომსახურება და დაეხმაროს მათ ადაპტაციაში, ისე, რომ ვიზუალური დეფექტების კომპენსაცია მოხდება უსაფრთხო ანალიზატორებით – შეხებითა და მოსმენით. მოწყობილობას გააჩნია შემდეგი თვისებები:

  • მოწყობილობა რეაგირებს ხმოვან ბრძანებაზე, ირჩევს მედიკამენტს და იძლევა ხმოვან შეტყობინებას მის მიერ შერჩეული მედიკამენტის შესახებ;
  • მოწყობილობას შეუძლია შეახსენოს მედიკამენტის დასახელება და მისი მიღების დრო;
  • მოწყობილობა ეხმარება პიროვნებას ისეთი წამლების მიღებაში, რომელთა ოდენობა განისაზღვრება წვეთების რაოდენობით: კონკრეტულად, მოახდინოს წვეთების დათვლა და წყლის დოზირება;
  • ინოვაციური პროექტია;
  • მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ პირს;
  • სოციალური პროექტია;
  • დამზადებულია საქართველოში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი“ 2010 წლიდან უწევს ადმინისტრირებას მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსს. პროექტის მხარდამჭერია თიბისი.

ბელგიელი ფოტოგრაფის ობიექტივით დანახული მსოფლიო

“კოკა-კოლას” პოლარულ დათვებს 25 წელი შეუსრულდათ