როგორც აქამდე ვიცოდით, ისააკ ნიუტონი არის პირველი, ვინც მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში გრავიტაციის თეორიის ფორმულირება შემოგვთავაზა და იგი ხიდან ჩამოვარდნილი ვაშლით იყო შთაგონებული. მაგრამ ახლა უკვე გვეუბნებიან, რომ 1000 წლის წინ გრავიტაციის ფუნდამენტურ ასპექტებზე ლეონარდო და ვინჩიც საუბრობდა და ამას კვლევაც ადასტურებს.
კონკრეტულად კი, ლეონარდოს ახლად გაციფრულებულ ჩანაწერებში არსებული დიაგრამები გააანალიზეს, რაც მოიცავს სამკუთხედების ჩანახაზებს — აჩვენებს ურთიერთობას ბუნებრივ მოძრაობას, მიმართულ მოძრაობასა და თანაბარ მოძრაობას შორის. ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ გრავიტაცია ერთგვარი აჩქარებაა.
თუმცა ლეონარდოს შემთხვევაში იგი ხიდან ვაშლის ჩამოვარდნაზე კი არა, ქილიდან ქვიშის გადმოყრაზე ფიქრობდა. მან გააანალიზა, როდის წარმოქმნიდა ქვიშა სამკუთხედის ჰიპოტენუზას. ხოლო სიჩქარის ცვლილების გაცნობიერება, რომელსაც ვარდნის მომენტში ობიექტი განიცდის, უდიდესი ნაბიჯია დედამიწაზე გრავიტაციული მუდმივას (G) საპოვნელად.
„დაახლოებით 500 წლის წინ ლეონარდო და ვინჩი გრავიტაციის საიდუმლოს გამჟღავნებას ცდილობდა და მისი კავშირი აჩქარებასთან სხვადასხვა ექსპერიმენტით მხოლოდ წარმოსახვასა და პროფესიულ ექსპერიმენტულ ტექნიკებს ეფუძნებოდა“, — აცხადებენ მკვლევრები.
სწორედ ეს გრავიტაციული მუდმივა გამოიყენა შემდგომში ნიუტონმა თავისი მოძრაობის კანონების განსასაზღვრად, რაც გრავიტაციასაც მოიცავს. ალბერტ აინშტაინმა კი თავის ზოგადი ფარდობითობის თეორიაში. აქ, ლეონარდომაც იცოდა, რომ მან რაღაც აღმოაჩინა, მაგრამ არ იყო დარწმუნებული, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს…
გაურკვევლობის ნაწილს ის წარმოადგენდა, რომ ლეონარდო ეთანხმებოდა არისტოტელეს იდეას უწყვეტი ძალის შესახებ, რომელიც ცნობილია, როგორც იმპულსი… ინერციის პრინციპებზე კი იმ დროის მეცნიერები ჯერ არ საუბრობდნენ. ხოლო არისტოტელე გრავიტაციას ხსნიდა, როგორც მასალების ტენდენციას, დამორჩილებოდნენ ბუნებრივ ბრძანებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გრავიტაცია და ფრენა ორი განსხვავებული თეორიით იყო ახსნილი.
საინტერესოა ისიც, რომ მაშინ, როცა არისტოტელეს გამოთვლებში გარკვეული შეცდომები იყო დაშვებული, კვლევისას ლაბორატორიაში ხელახლა ჩატარებულმა ლეონარდოს ექსპერიმენტებმა გრავიტაციული მუდმივა 97%-იანი სიზუსტით გამოთვალა, თანამედროვე მეთოდებსა და გამოთვლებთან შედარებითაც კი…
„მოძრაობის კანონების დემონსტრირებისთვის გეომეტრიული ეკვივალენტობის მიდგომის შემუშავებით ლეონარდომ შესანიშნავი ხედვა წარმოგვიდგინა იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს ობიექტის ვარდნის დინამიკა G-ს ზუსტი ღირებულების ცოდნის თავიდან აცილების გარეშე… თუ მან ჩაატარა ის ექსპერიმენტი, რომელიც ჩანაწერებში იყო მოცემული, შეგვიძლია ლეონარდო პირველ ადამიანად ჩავთვალოთ, რომელმაც გამოიმუშავა G ძალის ეფექტი თავისუფალი ვარდნის მდგომარეობაში ყოფნის გარეშე“, — განმარტავენ მკვლევრები.
როგორც ჩანს, ლეონარდო და ვინჩი სწორ გზაზე იდგა… ობიექტების ვარდნის ნიმუშებიც დაადგინა, რომელიც შემდგომში პლანეტებისა და ვარსკვლავების მოძრაობების ასახსნელად გამოიყენებოდა და ნეპტუნის არსებობის პროგნოზირებითაც კია ცნობილი.
„ჩვენ არ ვიცით, ჩაატარა თუ არა ლეონარდომ შემდგომი ექსპერიმენტები ან გამოიკვლია თუ არა მისი კითხვა უფრო სიღრმისეულად, მაგრამ ის ფაქტი, რომ იგი ჯერ კიდევ 1500 წელს პრობლემებს ამ გზით უმკლავდებოდა, აჩვენებს, თუ რამდენად წინ იყო მისი აზროვნება“, — ამბობს მორტეზა გერიბი, მექანიკური ინჟინერი.