in

ლევან ლეფსვერიძე კოტლერის „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ მრჩეველთა საბჭოს წევრია!

კოტლერის „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველი ქართული გამოცემის Advisory Board-ის წევრებს შორისაა ლევან ლეფსვერიძე – საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი კრეატიული სააგენტო Leavingstone-ს თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი. ის სარეკლამო ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი და 200-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ჯილდოს მფლობელი კრეატიული დირექტორია ქვეყანაში. ლევან ლეფსვერიძე გახლავთ ენთუზიასტი, რომელმაც ისტორიული მნიშვნელობის პირველი „კანის ლომი“ მოუტანა საქართველოს. მის მიერ მიღებული პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოებია: Cannes Lions, Eurobest, LIA, Webby, ADC*E, Epica, Golden Drum, Golden Hammer და სხვ. ლევანს სჯერა ადამიანის გონების უსაზღვრო შესაძლებლობების. მისი დახმარებით, Leavingstone-მა საუკეთესო სააგენტოს ტიტული არაერთხელ მოიპოვა როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და ლატვიაში. 

„პროექტის Advisory Board-ში ლევან ლეფსვერიძის ყოფნა ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა. გვჯერა, რომ მისი ჩართულობა გამოცემას განსხვავებულ ხედვასა და კრეატიულობას შესძენს და დამატებით ღირებულებას მოუტანს“.

როგორ შევქმნათ დიზაინები ხელოვნური ინტელექტისა და Microsoft Designer-ის მეშვეობით

არქეოლოგებმა მექსიკაში მაიას ცივილიზაციის სასახლე აღმოაჩინეს