11
Feb
2020

თავის მასაჟი რობოტის შესრულებით – LEROU

11 Feb 2020

veon
veon


ხშირად, თავის მასაჟი ისაა, რაც დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, სტრესული პერიოდის, უძილობისას, ან თუნდაც, დაძაბულობის მოხსნის საჭიროებისას გვინდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველი ასეთი სურვილისას გვერდით ვერ გვეყოლება მასაჟისტი, რომელიც ამ კუთხით დაგვეხმარება. ესეც რომ არა, ანუ, რომ არა ჩვენი სურვილი, გაგვიკეთოს ვინმემ თავის მასაჟი, საგულისხმოა, რომ ეს პროცედურა ჩვენი ორგანიზმისთვის მრავალმხრივი სარგებლის მომტანია. დამამშვიდებელი ეფექტის მიღმა, ეს გვეხმარება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასა და ხშირად, თავის ტკივილის გაყუჩებაშიც. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სტარტაპერებმა შექმნეს მოწყობილობა, ერთგვარი რობოტი – LEROU, რომელიც ადამიანის თითებით მასაჟის პრაქტიკას იმეორებს.

LEROU Robot-ის შექმნაზე სტარტაპერები 2015 წლიდან მუშაობდნენ. ეს არის თავზე მოსათავსებელი მოწყობილობა, რომელიც ავტონომიურად მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ აკეთოთ ყოველდღიური საქმე, იმგზავროთ, ან იკითხოთ წიგნი, პარალელურად კი გაიკეთოთ თავის მასაჟი. სრული დამუხტვისთვის მოწყობილობას 2 საათი სჭირდება, იონ-ლითიუმის 450mAh-იანი ელემენტით კი, სრული დამუხტვის შემდეგ, აქტიურ მდგომარეობაში, ის 3 საათის განმავლობაში იმუშავებს. თუმცა აქვს სხვა რეჟიმებიც, რომლებზე დაყენების შემთხვევაშიც 10 საათს გაგიძლებთ. აღსანიშნავია, რომ ერთ ჯერზე, რეკომენდებულია მისი გამოყენება 7 წუთის განმავლობაში. 

მოწყობილობის წონა 350 გრამია და მისი წინასწარი შეკვეთა Kikstarter-ზე, 169 დოლარადაა შესაძლებელი. პროდუქტის სავარაუდო მიღების თარიღი კი 2020 წლის მარტია.

განხილვა