in

ლიდერი სტუმარმასპინძლობის მიმართულებით – Les Roches, საქართველოში, აცხადებს მიღებას სასტუმროების მართვის პროგრამაზე

სტუმარმასპინძლობის ბიზნესი, მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბიზნესია, რომელიც გასულ წელს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. აკრძალული ფრენები, დაკეტილი სასტუმროები და რესტორნები – ეს ის ის რეალობაა, რომლის წინაშეც არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო დგას. არსებული ვითარების გამოსწორება ბევრ ობიექტურ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ამავდროულად, ბიზნესის დიდ მზაობას და ზუსტად გათვლილ სამოქმედო გეგმას მოითხოვს. სწორედ სტუმარმასპინძლობის ბიზნესში დასაქმებული ტოპმენეჯერები დგანან ახლა არსებული გამოწვევების წინაშე და ბიზნესის განვითარების ტემპი თუ სტრატეგია დიდწილად მათ გონივრულ გადაწყვეტილებებზე არის დამოკიდებული.

ამ მიზეზების გამო, სამაგისტრო თუ სხვადასხვა სახის მაღალი დონის პროგრამები, სტუმარმასპინძლობის მიმართულებით, მენეჯერების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. სწორედ ეს პროგრამები სთავაზობს მათ განათლებას, რომელიც მისცემს შესაძლებლობას, ტურიზმის სექტორში თავისი განსაკუთრებული სიტყვა თქვან და პრობლემების გადალახვა სხვებზე სწრაფად და გონივრულად მოახერხონ.

„საქართველოში ყველაზე გამორჩეული პროგრამა, სტუმარმასპინძლობის მიმართულებით, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ ბაზაზე ხორციელდება. მას მსოფლიოს საუკეთესო სამეულის  წევრი შვეიცარული სკოლა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის მიმართულებით Les Roches ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებს. Les Roches 1954 წელს დაარსდა და არის კერძო უნივერსიტეტი, რომელიც შვეიცარიული გამოცდილების ექსპერიმენტულ სწავლებას ეფუძნება“.

საქართველოში პროგრამას ახორციელებს Les Roches Marbella, რომელიც Les Roches კამპუსის ოფიციალური ფილიალია ესპანეთში. ის აკრედიტებულია საუნივერსიტეტო დონეზე სკოლებისა და კოლეჯების ახალი ინგლისის ასოციაციის მიერ.

პროგრამა, რომელიც საქართველოში BTU-ს ბაზაზე ხორციელდება, კომბინირებულ სასწავლო პროცესს მოიცავს. სტუდენტები პროგრამის დასაწყისში და დასრულებისას ორ-ორი კვირით მიემგზავრებიან მარბელაზე, ესპანეთში Les Roches კამპუსში. 9 თვიანი აკადემიური პერიოდის განმავლობაში კომბინირებული სასწავლო მოდელის საშუალებით სტუდენტები გაივლიან 9 თეორიულ და 2 სასემინარო მოდულს, რომლებიც მოიცავს ბიზნესმენეჯმენტის საფუძვლებს და თანამედროვე მასპინძლობის საქმის ლიდერებისთვის საჭირო ახალ კონცეფციებს. ამასთან ერთად, ყველა სტუდენტი მიიღებს დამატებით 7 executive სერთიფიკატს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თეორიული მოდულები ხორციელდება დასვენების დღეებსა და საღამოს საათებში.

კომბინირებული პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს მოეთხოვებათ 6-თვიანი საწარმოო პრაქტიკის კურსის  ან თავიანთ კომპანიაში Les Roches Marbella  მიერ ორგანიზებული სტაჟირების პროგრამის გავლა. საწარმოო პრაქტიკის განმავლობაში, სტუდენტები ახლად შეძენილ უნარებსა და ცოდნას პრაქტიკაში  საერთაშორისო სასტუმროებსა და მასპინძლობის საქმის სხვადასხვა დაწესებულებაში  გამოიყენებენ.

საბოლოოდ, კურსის ბოლოს სტუდენტები არა მხოლოდ დაეუფლებიან უნივერსალურ ბიზნეს უნარ-ჩვევებს, არამედ შეიძენენ ლიდერობის ინოვაციურ ხედვას, რესურსების მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარს, რაც სტუმარ-მასპინძლობის სფეროს ერთგვარი გასაღებია. ყოველწლიურად, მსოფლიოს 60-ზე მეტი საუკეთესო ბრენდი სტუმრობს Les Roches კამპუსს სტუდენტების მისაზიდად პრეზენტაციებზე, ინტერვიუებსა და პროფესიულ ვორქშოფებზე. შედეგად, Les Roches აქვს საუცხოო დასაქმების მაჩვენებელი. Les Roches კარიერული განვითარებისა და დასაქმების ოფისი უზრუნველყოფს სტუდენტების პირისპირ ინტერვიუებისთვის მომზადებას, შეხვედრების ორგანიზებას და კონსულტაციას.

„მსოფლიოს სასტუმრო ინდუსტრიისა და დასვენების ორგანიზაციის მენეჯმენტის კვლევებში Les Roches პირველ სამეულშია დასაქმების რეპუტაციის კუთხით.

პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, უნდა გაიარონ რეგისტრაცია“.  

 

[R]

დიზაინერი, რომელმაც საკუთარ ეზოში მინი იოჰანესბურგი შექმნა

წყლისქვეშა ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ