WhatsApp მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ჩართონ ფუნქცია, რომელიც დარეკვისას ნაკლებ მობილურ ინტერნეტს მოითხოვს. აი, როგორ უნდა ჩართოთ ეს ფუნქცია.
შენიშვნა: სქრინები გადაღებულია WhatsApp-ში, iOS-ით.
ნაბიჯი 1: გადადით Settings-ში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხიდან.
ნაბიჯი 2: დაკლიკეთ Storage and Data-ზე.
ნაბიჯი 3: Network განყოფილებაში შეეხეთ ნაცრისფერ გადამრთველს Use Less Data for Calls მარჯვნივ, რომ ჩართოთ ეს ფუნქცია. როდესაც ეს ფუნქცია ჩართულია, გადამრთველი იქნება მწვანე.
წყარო: adweek