in

რას ნიშნავს თქვენთვის Less is More?

Attirance Georgia-მ ახალი კამპანია Less is More წარმოადგინა, რომლის მიზანიც თავის მოვლის მიმართულებით მინიმალისტური მიდგომის პოპულარიზაციაა.

დღეს, სრულად გაჯერებული ბაზრის ეპოქაში, ATTIRANCE არის ბრენდი, რომელიც მოუწოდებს მომხმარებლებს, გააზრებული არჩევანი გააკეთონ და ფოკუსირდნენ მხოლოდ საჭიროზე. თავის მოვლასა და ცხოვრების სტილში მინიმალისტური მიდგომა საშუალებას გვაძლევს, ვკონცენტრირდეთ საკუთარ თავზე, დავაწესოთ მაღალი სტანდარტი და დავინახოთ შედეგი.

 
„Less is More კამპანიით ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ სწორი თავის მოვლისთვის არ არის საჭირო ბევრი და მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენა და მათი ჭარბი გამოყენება. პირიქით, მაქსიმალური შედეგის მისაღწევი გასაღები ინდივიდუალურ მიდგომაში იმალება, რომელიც ოპტიმალური რაოდენობით მოხმარებას გულისხმობს.

კამპანიის ფარგლებში მოვამზადეთ ვიდეო, რომლისთვისაც განსხვავებული პროფესიის, წარმატებულ ადამიანებს ვთხოვეთ, გაეზიარებინათ აზრი Less is More-ის ცნების შესახებ და წამოვწიეთ ის უპირატესობები, რაც ზოგადად, მინიმალისტურ მიდგომას ახლავს თან“, – ტატა ვაჩნაძე, Attirance-ის მარკეტინგის მენეჯერი.

[R]

5 მარტივი ონლაინ ხელსაწყო CV-ის შესადგენად

„ყოველმხრივ ინოვაციური“ – რას გულისხმობს Geely Auto-ს სტრატეგია