თუ გინდათ გადაარჩინოთ დედამიწა, შეაჩეროთ გლობალური დათბობა, ან ნაკლებად დააბინძუროთ ჩვენი პლანეტა, ჭამეთ ნაკლები ხორცი. არნოლდ შვარცნეგერი და ჯიმ კემერონი მხარს უჭერენ ამ კამპანიას, რომელიც 2016 წლის ზაფხულში დაიწყო. ვიდეორგოლი ჯექსონის სიმღერისთვის Earth Song შექმნილ კლიპს გაგახსენებთ.
კამპანიის შესახებ შექმნილია ანიმაციური ვიდეორგოლიც, სადაც დაწვრილებით არის ნაჩვენები, როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების წესი და რა შედეგს მოიტანს ეს გლობალურად.