in

Herstory და არა – History! – აპლიკაცია, რომელიც ბავშვებს უცნობ ისტორიულ ქალებზე უყვება

აპლიკაცია “Lessons in Herstory“, რომელიც სააგენტო Goodby Silverstein & Partners-მა შექმნა, აუგმენტურ რეალობას იყენებს იმისთვის, რომ დღესდღეობით, მოსწავლეებმა, აშშ-ის ისტორიის წიგნში მნიშვნელოვანი ქალი ისტორიული ფიგურების მიღწევები იზეიმონ. მომხმარებელი ხსნის აპლიკაციას, ასკანერებს მამაკაცი ისტორიული ფიგურის ფოტოს და მის ნაცვლად, ტელეფონში, იმავე პერიოდის ქალის შესახებ ინფორმაცია ჩნდება.

მაგალითად, როცა მომხმარებელი პრეზიდენტ ზაქარი ტეილორის ფოტოს დაასკანერებს, გამოჩნდება ქეისი უილიამსის ილუსტრაცია და ისტორია – პირველი აფრო-ამერიკელი ქალის, რომელიც ჯარში მსახურებისთვის ფსევდონიმს იყენებდა. იგი სამოქალაქო ომის დროს წავიდა ჯარში, მაშინ, როცა ქალებს აკრძალული ჰქონდათ აქ მსახურება. აპლიკაცია, რომელიც App Store-შია ხელმისწავდომი, ამჟამად, მე-19 საუკუნიდან, 75 ქალის ისტორიას ინახავს.

ბიზნესი და ვაჭრობა საქართველოში – ფოტომატიანე

შემოქმედებით ინდუსტრიაში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო დაწესდება!