in

სქესობრივი ტესტირება შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის – ქალების დამამცირებელი ბრძოლა

არსებობს სპორტსმენ ქალთა ჯგუფი, რომლებსაც ოფიციალურ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა ეკრძალებათ იმის გამო, რომ მათ ტესტოსტერონის საშუალოზე მაღალი დონე აქვთ. ამ სტანდარტის გამო, ნაადრევად არაერთხელ დასრულებულა ათობით ქალი სპორტსმენის კარიერა და დღემდე, ამ მხრივ, საფრთხის ქვეშ არის მსოფლიო კლასის მორბენალთა ბედიც, მათ შორის, ფრანსინ ნიონსაბას, მარგარეტ ვამბუისა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის – კასტერ სემენიას.

კასტერს სპორტსმენთა ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) მიერ, აკრძალული აქვს თავისი ტიტულის დაცვა ტოკიოში 2020 წელს. ფედერაცია აცხადებს, რომ ის შეჯიბრებაში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ის, ტესტოსტერონის დონის შესამცირებლად, ჰორმონის დამთრგუნველებს მიიღებს.

#LetHerRun წარმოგიდგენთ ვიდეორგოლს, სადაც ასახულია „შიშველი აღლუმი“ – ქალი სპორტსმენებისთვის გამოწვეული უხერხულობა 1960-იან წლებში, როდესაც იძულებულნი იყვნენ, დამამცირებელი, ბიოლოგიური სექს-ტესტი გაევლოთ.

კამპანიის მთავარი მიზანი იმის გაცხადებაა, რომ სქესობრივი ტესტირება სოციალურ სამართლიანობას არ შეესაბამება.

ვიდეორგოლზე სააგენტო Africa-მა იმუშავა.

REDMED-ით გამოიძახე აფთიაქი სახლში

ხელოვნური ინტელექტი, ფსიქიკური დაავადებების პროგნოზირებისთვის Facebook-ის მონაცემებს იყენებს