in

ლეტალურმა დრონმა ადამიანზე თავდასხმა ავტონომიურად განახორციელა!

რამდენად მყიფეა ობიექტის ამოცნობის სისტემა?

“ლეტალური” შეიარაღებული დრონი ადამიანზე ნადირობდა! 2020 წლის მარტის ინციდენტის შედეგად, KARGU-2 ქუადკოპტერმა ავტონომიურად შეუტია ადამიანს ლიბიის სამთავრობო ძალებსა და თვითგამოცხადებულ სამხედრო ჯგუფს შორის კონფლიქტის დროს, რომელსაც ლიბიის ეროვნული არმიის ხალიფა ჰაფტარი ხელმძღვანელობდა.

თურქეთის მიერ წარმოებული KARGU-2, “სასიკვდილო-შეტევითი” დრონია, რომელიც ასიმეტრიული ომისა და ანტიტერორისტული ოპერაციებისათვის არის შექმნილი და აღნიშნულ შემთხვევაში მან მიზანში ერთ-ერთი ჯარისკაცი ამოიღო. როგორც ცნობილია, დრონი “ძალიან ეფექტურ” ავტონომიურ რეჟიმში მოქმედებდა და არ საჭიროებდა ადამიანის ჩარევას.

“ლეტალური ავტონომიური შეიარაღების სისტემები დაპროგრამებულია სამიზნეებზე თავდასხმისთვის, ოპერატორსა და საბრძოლო მასალებს შორის მონაცემთა გადაცემის საჭიროების გარეშე – ეს არის სროლის, მხედველობიდან გაშვებისა და პოვნის რეალური შესაძლებლობა” – ნათქვამია გაეროს უშიშროების საბჭოს ექსპერტთა კოლეგიის მოხსენებაში.

სავარაუდოდ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დრონმა ობიექტზე თავდასხმა ინსტრუქციის გარეშე განახორციელა. თუმცა ეროვნული უსაფრთხოების კონსულტანტი ზაკ კელენბორნი, რომელიც სპეციალიზებულია უპილოტო სისტემებსა და თვითმფრინავებში, შეშფოთებას გამოთქვამს ავტონომიური დრონების მომავალთან დაკავშირებით… “რამდენად მყიფეა ობიექტის ამოცნობის სისტემა? რამდენად ხშირია სამიზნე ობიექტის არასწორად განსაზღვრის შემთხვევები?”

სწორედ ამას ეხმიანება Royal United Services Institute (RUSI)-ის სახმელეთო მკვლევარი ჯეკ უოლტინგი, რომლის თანახმადაც ეს ინციდენტი ცხადყოფს “გადაუდებელ და მნიშვნელოვან” საჭიროებას ავტონომიური იარაღის პოტენციური რეგულირების შესახებ.

თავის მხრივ, Human Rights Watch ყველას მოუწოდებს შეაჩერონ ე. წ. “მკვლელი რობოტების” წარმოება… ამისათვის ორგანიზაცია სრულად ავტონომიური იარაღის შემუშავების, წარმოებისა და გამოყენების პრევენციული აკრძალვისთვის იბრძვის.

საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორები, ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად, გლობალური სტარტაპ ფონდის ღონისძიებაზე გაერთიანდნენ

„ეკონომიკას ვერ ავხსნი“ – კითხვები და ბავშვები ეროვნული ბანკის კამპანიაში – I ნაწილი