in

„ჭკვიანი ქოთანი“ მცენარეებს დამოუკიდებლად ზრდის

LetPot LPH-Max შექმნილია იმისათვის, რომ მებაღეობა ამ სფეროში ყველაზე გამოცდილ ადამიანებსაც კი გაუადვილოს. მცენარის კულტივაციის მთლიან ციკლს აკონტროლებს, დარგვიდან მოსავლის აღებამდე და ამას ყოველგვარი ნიადაგის გარეშე აკეთებს. 

ჭკვიანი ჰიდროპონიკური მცენარეების კულტივატორია, რომელიც ავტონომიურად მუშაობს. უზრუნველყოფს მცენარისთვის საჭირო წყალსა და საკვებს. ამასთან, ავტომატური მზის იმიტაციური LED პანელი მოჰყვება, რაც მცენარეებს ფოტოსინთეზისთვის საჭირო შუქს აწვდის. ეს ყველაფერი კი ზრდის მთლიან პროცესს ამარტივებს ისე, რომ ნიადაგი ან მისი სინათლეში განთავსება აღარ არის საჭირო. გამოდის, მის მოვლაზე ფიქრიც კი აღარ იქნება საჭირო.

და რა უნდა გააკეთოთ თქვენ? — თავდაპირველად მისი რეზერვუარის ავზი წყლით უნდა შეავსოთ, მკვებავ სივრცეში შესაბამისი საკვები ნივთიერებები დაამატოთ, შეაერთოთ LetPot LPH-Max და უყუროთ, როგორ აყვავდება თქვენი სახლის ბაღი. 

საინტერესოა ისიც, რომ მას ერთდროულად 21 სახეობის გაზრდა შეუძლია, იქნება ეს მწვანილი, ყვავილი თუ სხვა ფოთლოვანი მწვანე სახეობები. მცენარის ზრდასთან ერთად კი LED პანელი საშუალებას გაძლევთ, დაარეგულიროთ თქვენი განათების სისტემის სიმაღლე.

LetPot LPH-Max-ს სმარტფონის აპლიკაციაც მოჰყვება, რაც მაგალითად, როცა სამოგზაუროდ წახვალთ, დაგეხმარებათ მცენარის ზრდის პროცესს დააკვირდეთ და წყლის ოდენობაც არეგულიროთ. 

საქართველოში iPhone 14-ის წინასწარი გაყიდვები იწყება: Apple-ის მთავარი ახალი პროდუქტების მიმოხილვა

aPeople რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალის – AD BLACK SEA -ის პარტნიორია