in

გაიგეთ? მზე გაყიდულა! – Google-ის კამპანია

ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ყალბი ინფორმაცია ყოველდღიურად გვესხმის თავს, ონლაინ-ცხოვრებაში. შეიძლება ერთხელაც, წააწყდეთ განცხადებას, სადაც მზის გაყიდვის შესახებ გამცნობენ. ცხადია, სიცრუეა და გადამოწმებას საჭიროებს. სამწუხაროდ, ეს ადამიანების სოციალურ ქსელებში გააქტიურებას მოჰყვა შედეგად. ინტერნეტ-სივრცე გაივსო ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციით. ძნელია გაიგო სიმართლე. სწორედ ამიტომ, Google-მა წამოიწყო კამპანია Let’s Internet Better.

BOG

კამპანიის მთავარი სამიზნე სეგმენტი GenZ-ია. გუგლის მიზანია, მათში ნდობა გაამყაროს და უბიძგოს ინფორმაციის მისაღებად სწორი ინსტრუმენტების გამოყენებისკენ. ვიდეორგოლი ზეტ თაობისთვის საინტერესო არხებში გამოჩნდა – YouTube-სა და TikTok-ზე. ის სავსეა იუმორით, ინფორმატიულობითა და ახალგაზრდა თაობისთვის საინტერესო ესთეტიკით.

ბრენდის კონტენტი და TikTok ინფლუენსერები ორიენტირებული არიან პრაქტიკულ კითხვებზე გასცენ პასუხი და ინფორმაცია მიაწოდონ ახალგაზრდებს.

რუსლან ბერიძის რჩეული 7 შრიფტი

თუ შვებულების შემდეგ მუშაობა გიჭირთ, ეს 7 მეთოდი დაგეხმარებათ