in

„წამო, ნახე საქართველო“ – პროექტი შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად

წამო, ნახე საქართველო“ ადგილობრივ ტურიზმზე ორიენტირებული პროექტია, რომლის ირგვლივაც 3 კომპანია გაერთიანდა – ტურისტული კომპანიები „ვოიაჟ ტურს ჯორჯია”, „თი.ბი.ეს.” და სატრანსპორტო კომპანია „ავტობასი”.

„პროექტი მიზნად ისახავს ქართული ტურიზმის ხელშეწყობას, მის განვითარებას და შენარჩუნებას პოსტ კოვიდურ პერიოდში, რომლის ამოცანაა შეიქმნას საქართველოს მოქალაქეებზე მორგებული  საინტერესო ტურისტული პროდუქტი ხელმისაწვდომი ფასებით, რათა დაიტვირთოს  სასტუმროები და დასაქმდეს რაც შეიძლება მეტი უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანი ტურიზმის სფეროდან.

ამ სამი კომპანიის საერთო პროექტი არ არის კომერციული. მისი მიზანია ადგილობრივი ტურიზმი გახდეს ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი მიმართულება ქართული ტურიზმისთვის“.

პროექტი გთავაზობთ კულტურულ, სათავგადასავლო ტურებს, დასვენებას საქართველოს ფეშენებელურ სასტუმროებში, მოკლე – ერთდღიან ან რამდენიმე დღიან ტურებს, რომლებიც გარდა სანახაობისა და დასვენებისა, საგანმანათლებლო კუთხითაც იქნება საინტერესო.

„იქმნება ადგილობრივი მომხმარებლისთვის საინტერესო თემატიკის აქტივობები, რომლებიც გააორმაგებს ტურისგან მიღებულ სიამოვნებას და ადამიანებს სხვა თვალით დაანახებს ჩვენი ქვეყნის იმ სილამაზეს, რომელზეც წარმოდგენაც შეიძლება არ გვქონდეს“.

#წამონახესაქართველო ასევე მაქსიმალურად უჭერს მხარს სხვადასხვა დარგში მოღვაწე საინტერესო ადამიანებს (ფოტოგრაფები, კულინარები, მწერლები, მეღვინეები და ა.შ.), ვისაც სურს თავისი საქმიანობის პოპულარიზაცია. ნებისმიერი სიახლე და იდეა, რომელიც შეიძლება ტურისტული თვალსაზრისით განიხილოს, ჩაერთვება პროექტში.

 

Microsoft Xbox Series X-ის თამაშებს 23 ივლისს წარადგენს

ფარელ უილიამსმა Pentatonic-თან ერთად გადამუშავებული ნივთებისგან სასადილო ნაკრები შექმნა