„ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის“ ფარგლებში, “Let’s Talk about Tourism” ტარდება – სპიკერები მოგზაურობის, მომსახურების სფეროსა და ტურიზმთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ. ღონისძიება 4 მაისს, Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში, 12:00-დან 15:35-მდე გაიმართება.
აუდიტორიის წინაშე, პირველი, „აჭარა ჯგუფის“ მარკეტინგისა და ბიზნეს განვითარების დირექტორი ოთო ბერიშვილი და კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი ტატა ჭუმბურიძე წარდგებიან, თემით: „სასტუმროები სტანდარტებს მიღმა“ – Hotels Beyond Standards“. შემდეგ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თორნიკე გურული, თემით: „როგორ შევქმნათ განსხვავებული ტურისტული პროდუქტი“. კომუნა „კოპეშიას“ დამფუძნებელი ანუნა ბუკია ისაუბრებს ციფრულ მარკეტინგზე ჰორეკა (Hotel-Restaurant-Cafe) სექტორში. VRex-ის მმართველი პარტნიორი ნიკა როსტომაშვილი აუდიტორიას უამბობს, როგორია „ვირტუალური რეალობა – ტურიზმის მარკეტინგის მომავალი“. Carlson Wagonlit Travel Georgia-ს ტურისტული პროდუქტისა და კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი ნატალი ჯღამაძე ისაუბრებს „რა უნდა იცოდნენ მომსახურების ბიზნესში მყოფმა ადამიანებმა ტურებზე და ტურლიდერებზე“.
სპიკერების გამოსვლების შემდეგ, გაიმართება, დაახლოებით, 1 საათიანი პანელური დისკუსია თემაზე – „თანამედროვე ტურისტის ფსიქოლოგია“. ღონისძიების ამ ნაწილში მონაწილეობენ: „გლობალ თრეველის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიმა ჩიკვაიძე, ანტრეპრენუარი და საერთაშორისო ტურიზმის კონსულტანტი მაია სიდამონიძე, სერტიფიცირებული გიდი და ტურ – მენეჯერი ნათია ხიდაშელი და „მუზენიდის თრეველ საქართველოს“ გენრალური დირექტორი იანის ონუფრიადისი.