in

Let’s Move Now: „ვფიქრობდი თუ როგორ შეიძლებოდა მოთამაშის დაინტერესება ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდითა და აქტიურობით“

იდეის შექმნისას მთავარი მიზანი გლობალური სივრცის შექმნე იყო, სადაც ყველა ადამიანი გაერთიანდებოდა და შეიქმნებოდა უდიდესი კომუნა. მიუხედავად ასაკისა, რელიგიისა, კანის ფერისა თუ პროფესიისა, დაიწყებდნენ მოძრაობას, ერთმანეთში შეჯიბრს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის გათვალისწინებით, გააქტიურდებოდნენ, გაერთობოდნენ და ამავდროულად, მოიგებდნენ ფულად პრიზებს.

მე გახლავართ ასლან ცივაძე Let’s Move Now-ის დამფუძნებელი. ამ დროისთვის, ვარ ჯიპიაი ჰოლდინგის მსხვილ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი. მანამდე კი 10 წლის მანძილზე სხვადასხვა ბანკის კორპორაციულ გაყიდვებში ვმუშაობდი. ბავშვობიდან ვარ კიბერ სპორტის მოყვარული, ისეთი თამაშების, როგორიც არის Counter-Strike, Dota, Pubg, World of Warcraft და ა.შ. გარდა იმ უნარებისა, რომლის გამომუშავების საშუალებას ონლაინ თამაშები გვაძლევს, არსებობს უარყოფითი მხარეც, რომელიც უკვე ვახსენეთ და ამას დამატებული ჯილდოს სახით რაიმე სარგებლის არ არსებობა. ეს პერიოდი ვფიქრობდი თუ როგორ შეიძლებოდა მოთამაშის დაინტერესება ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდითა და აქტიურობით, ასევე ჯილდოდ ფულადი სარგებელის მიღებით.

ამ ფიქრის შემდეგ მივედი Lets Move Now-ს იდეასთან. მას გააჩნია რამდენიმე მიმართულება, რაც ნიშნავს როგორც სატრანსპორტო საშუალებებით თამაშს, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ცალკე კატეგორიას – Walkers. თითოეულ მიმართულებას აქვს საკუთარი ლიდერბორდი, სადაც ტოპ მოთამაშეები პროპორციულად მოიგებენ თანხას. ასევე, აქტიურია რეფერალური სისტემა, სადაც არა მხოლოდ მოთამაშეები, არამედ დაინტერესებული პირებიც – ამბასადორები – შეძლებენ გამოიმუშავონ თანხა. რეგისტრაციის შემდეგ, მათ მიენიჭებათ უნიკალური კოდი, რომლის საშუალებითაც მოიწვევენ სხვა მოთამაშეებს და ამის შესაბამისად მიიღებენ სარგებელს.

აქტიურად ვუყურებდით შარქ თენქის პირველ სეზონს და ჩავთვალეთ, ცდად ღირდა მიგვეღო მონაწილეობა. მანამდე კი კარგად მოვმზადებულიყავით და არა მხოლოდ იდეა, არამედ უკვე არსებული პროდუქტი წარგვედგინა. შარქებისგან ველოდით მინიმუმ საინტერესო რჩევების მიღებას გამოცდილი ადამიანებისგან და მაქსიმუმ, მათი სახით, ძლიერი პარტნიორების შეძენას, რაც ასეც მოხდა – შოუში 150 000 ლარის ინვესტიცია მოვიპოვეთ.

ეს გამარჯვება ჩვენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. დიდი მოტივაცია და რწმენაა იმისა, რომ თუ მოინდომებ ყველაფერი გამოვა, მთავარია, არ გაჩერდე. ძლიერი პარტნიორების შეძენა მოტივაციას აათმაგებს, მათი გამოცდილება და გუნდური მუშაობა მომავალი გამარჯვებების წინაპირობაა.

სამომავლოდ, ვგეგმავთ ბეტა ვერსია 2-ს. საბოლოო ტესტირება მოხდება თბილისში „ჰოთ ჩელენჯის“ სახით, რომელიც თვის ერთ კონკრეტულ დღეს გაიმართება. ეს იქნება ერთგვარად მოსაზმადებელი პერიოდის დასასრული და გლობალურ ბაზარზეზე გასვლის შესაძლებლობა.

ასლან ცივაძე – იდეის ავტორი


„შარქ თენქს“ საქართველოში პირველი არხი, Sony Pictures და სტენლი შოუ წარმოგვიდგენს. ასევე, შოუს გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი და VISA.

ტრადიცია თუ საოჯახო დღესასწაული – განწყობა და ემოცია, რომელსაც კომპანია მადაგონი გიზიარებთ

Audi RS Q e-tron – 2022 წლის ყველაზე საინტერესო სარბოლო მანქანა