in

ურბანულ სამყაროსთან შერწყმული კედლის მხატვრობა

ლევალეტი ქუჩის არტისტია საფრანგეთიდან, რომელიც თავისი უცნაური ნამუშევრებითაა ცნობილი. იგი თავის ნახატებს ურბანულ გარემოს არგებს, რომლებსაც შუქნიშანთან დგომის, ფანჯრის გაღების ან გოლფის მოედანზე თამაშისას შეიძლება წააწყდეთ. ეს სიურეალისტური სცენები წლების განმავლობაში ჰგვრიდა გამვლელებს ღიმილს. 

გასული წელი ისეთი ნაყოფიერი იყო მხატვრისთვის, როგორც არასოდეს. ის დადიოდა პარიზის ქუჩებში და არჩევდა ადგილს, სადაც ახალ სცენას გააცოცხლებდა. მისი სცენები ძირითადად ადამიანებს გამოხატავენ სხვადასხვა სიტუაციაში. ძირითადი ფერი კი, რომელსაც ლევალეტი იყენებს, ნაცრისფერია. მისი გმირები საკუთარ სამყაროში ჩაკარგული ადამიანები არიან და თითოეულ დამთვალიერებელს აძლევენ საშუალებას, საკუთარი ნარატივი დაინახოს ან წარმოიდგინოს ამ ნახატებში.

ლევალეტის პროექტი, სახელწოდებით Let’s Get Lost 26 მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით ლონდონის მუზეუმშია გამოფენილი. 

გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც ჯანმრთელობაზე „ზრუნვისას” ვუშვებთ

თქვენი ძაღლის კლონირება 50 000$ დაგიჯდებათ