in

არასოდეს გაჩერდე! – ლევან გიორგაძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს

თინეიჯერობის შემდეგ, 19 წელი ის ეტაპია, როცა ახალგაზრდა ადამიანი საკუთარი მომავლის ფორმირებაში უფრო აქტიურად ერთვება – იზრდება პასუხისმგებლობა, არჩევანის შესაძლებლობა და მათთან ერთად ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვებიც.

საქართველოს ბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, აგრძელებს საგანმანათლებლო და ინსპირაციული ინიციატივების განხორციელებას.

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სერია, რომლის ფარგლებში წარმატებული ადამიანები საკუთარ 19 წლის თავს მიმართავენ და იმ გამოცდილებას გვიზიარებენ, რომელმაც მათ პროფესიულ და პირად განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ამ ბლოგში bubblehead-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან გიორგაძე, საკუთარ 19 წლის თავს მიმართავს. მისი გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც დიდი მიზნები აქვს და სტარტაპერულ თუ კარიერულ გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამს.

როცა რაღაც ახალს იწყებ, დაეჭვება ბუნებრივია. თუმცა, ლევანის მთავარი რჩევა საკუთარი 19 წლის თავისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი ეჭვი აქვს, ძალიან პირდაპირი და ენერგიულია:

„არ შეგეშინდეს, მიაწექი ბოლომდე და არასოდეს გაჩერდე!“

როგორც ის აღნიშნავს, პროფესიულ არჩევანში შუა გზაზე გაჩერება არ შეიძლება. თუ რამის კეთებას გადაწყვეტ, საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო. მისივე თქმით, ახალგაზრდებს ხშირად საკუთარი ძალების არ სწამთ, ამ დროს კი მნიშვნელოვანია შეხსენება.

„არ დაგავიწყდეს, შენ იმაზე მეტი პოტენციალი გაქვს, ვიდრე წარმოგიდგენია!“

მხოლოდ მოტივაცია საკმარისი არ არის, თუ მას სწორი ყოველდღიური ჩვევები არ მიახმარე. როცა ლევანს ვკითხეთ იმ ჩვევებზე, რომლებმაც მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, მან ერთი კონკრეტულის ნაცვლად მთელი სისტემა გამოყო, რომელიც ნებისმიერი საქმის წარმატებით მართვაში ეხმარება.

ესენია: საქმის პატარა ნაწილებად დაყოფა და მასზე ისე შეჭიდება, მუდმივი თვითრეფლექსია, ჩანაწერების კეთება და ფიზიკური ვარჯიში.

რა როლი ითამაშა განათლებამ ლევანის ცხოვრებაში? მისი თქმით, ფორმალურმა განათლებამ უზარმაზარი საძირკველი შეუმზადა წარმატებისთვის. მას თავდაჯერებულობა, პროფესიული ცოდნა მისცა და დაეხმარა სამეგობრო წრის შეკრებაში. წრის, რომელიც დღემდე მოჰყვება. თუმცა, ის განათლებას მხოლოდ უნივერსიტეტის კედლებით არ ზღუდავს.

„ჩემი აზრით, სწავლა მუდმივი პროცესია. არასოდეს შეწყვიტო სწავლა, მუდამ შეინარჩუნე ცნობისმოყვარეობა, რადგან როგორც კი სწავლას შეწყვეტ, მანდ დასრულდება შენი წინსვლაც“.

შეცდომა კარგი მასწავლებელია, თუმცა, ლევანის თქმით, ხანდახან უშეცდომოდ, სხვისი გამოცდილების გათვალისწინებითაც არის შესაძლებელი მნიშვნელოვანი საკითხების გააზრება. ლევანის, როგორც კომპანიის დამფუძნებლისა და CEO-ს, ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაც ასეთი გამოსადეგი და პრაქტიკულია.

„დახარჯე იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე შოულობ. დანაზოგი დააბანდე იმიტომ, რომ დრო მალე გარბის და ფინანსური თავისუფლება კი ხელფასიდან არ მოდის“. 

მეტისთვის ნახეთ ვიდეო.

სრული ინტერვიუსთვის ეწვიეთ ბმულს.

[პარტნიორის კონტენტი]

IRAC, HRAC და FRAC – კოდები, რომლებიც რეზისტენტობის მართვაში გვეხმარება

„სააგენტო, რომელიც აახლოებს“ – CC-ის ვიდეორგოლი