in

ლევან ისელიძე Efes Georgia-ს მარკეტინგის დირექტორი გახდა

ლევან ისელიძე „ეფეს საქართველოს“ მარკეტინგის დირექტორი გახდა. კომპანიაში 13 წლის წინ მივიდა და ამავე დეპარტამენტში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდა. ამბობს, რომ ბევრმა პროცესმა და საინტერესო პროექტმა გაიარა მის ხელში. რაც შეეხება ახალ პოზიციას, მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა ბაზრის ლიდერი კომპანიის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელობა.

„ჩვენი კომპანია მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული, ცვლილებები კი ამ პროცესის ნაწილია. ამიტომ, ცოტა ხნის წინ, კომერციული დეპარტამენტი გაიყო მარკეტინგის და გაყიდვების დეპარტამენტებად, იმისთვის, რომ მეტი ენერგია და რესურსი დაიხარჯოს ამ სფეროების განვითარებაზე. სწორედ ამ ცვლილებიდან გამომდინარე მივიღე შემოთავაზება ახალ პოზიციაზე“. 

ამბობს, რომ დღეს „ეფეს საქართველო“ მომხმარებლებისა და ბაზრის მოთხოვნებზეა ფოკუსირებული. მისი თქმით, ორივე, ბაზარიცა და მომხმარებელიც, მუდმივად იცვლება, ამიტომ, წარმატებისთვის, აუცილებელია დივერსიფიცირებული პორტფოლიო, მრავალი ძლიერი ბრენდი და განვითარებისკენ სწრაფვა.

„სწორედ ეს იქნება ჩემი მთავარი მიზანი – კომუნიკაციებით გადატვირთულ სამყაროში, ზუსტად დაიგეგმოს და  მომხმარებელთან მივიტანოთ თითოეული ბრენდის ხასიათი და უპირატესობა. აღსანიშნავია, რომ კომპანია უმსხვილესი საერთაშორისო ჯგუფის წევრია, რაც საერთაშორისო გამოცდილების მიღების საშუალებასაც იძლევა“.

წლების განმავლობაში, ბაზარი და კონკურენტული გარემო მუდმივად იცვლებოდა – გამოჩნდა და შემდეგ გაქრა მრავალი ბრენდი, დაარსდა მათივე კონკურენტი, ახალი და ძლიერი კომპანიები.

„ჩვენ კი „დავლონჩეთ“ ძალიან ბევრი წარმატებული საერთაშორისო ბრენდი, როგორებიცაა, მაგალითად, „ლოვენბრაუ“, „სტაროპრამენი“. „ეფეს საქართველო“ არის ბაზრის ლიდერი და სამომავლოდ ვგეგმავთ, შევინარჩუნოთ ზრდის დინამიკა, მომხმარებელს სხვადასხვა სიახლე შევთავაზოთ .

„[გარდა ამისა] ჩემთვის, ისევე როგორც, ზოგადად, კომპანიისთვის, პრიორიტეტულია თანამშრომლების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, რაც კომპანიის წარმატების საწინდარია“.

ლევან ისელიძე, „ეფეს საქართველომდე“, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში მუშაობდა. დამთავრებული აქვს ESM-ის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი.

 

რას მოიცავს ჰაიდელბერგცემენტის კონკურსი Quarry Life Award და როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

CEX.IO Broker ნულოვანი საკომისიოს მქონე, მარჟით ვაჭრობის პირველი პლატფორმა გახდა