11
ივლ
2018

ლევან კილაძე – #პირველისამსახური

11 ივლ 2018

პირველი საქმე, რაშიც თანხა გადამიხადეს, იყო დედაჩემის სამსახურში, კონფერენციისთვის ვებგვერდის დამზადება. მახსოვს, 50 ლარი გადამიხადეს. მაშინ 14 წლის ვიყავი და ძალიან დიდი თანხა იყო ჩემთვის. წავედი და 5 საყვარელი მომღერლის კასეტა ვიყიდე “აუდიო+ვიდეო”-ში. ხოლო, მუშაობა 17-18 წლისამ დავიწყე – პირველ კურსზე ჩავაბარე თუ არა, უფროსმა მეგობრებმა გამიწიეს რეკომენდაცია. ჩემი პირველი სამსახური იყო კომპანია “ჯოენეთი” – იმ დროისთვის, ძალიან სწრაფად განვითარებადი, სატელეკომუნიკაციო კომპანია იყო, ე.წ. ინტერნეტ პროვაიდერი. ჩვენს ვებ-ჯგუფს, ევალებოდა ვებ-პროექტების კეთება. მაშინ შევქმენით ვებ-პორტალები ბალანსის საკონტროლოდ, melody.ge – პორტალი მუსიკის გადმოსაწერად (ამ დროს არც youtube არსებობდა და არც Spotify). მოგვიანებით, გავუშვით პირველი ქართული ელექტრონული ფოსტა GEOMAIL.GE და ვინაიდან მაშინ gmail-იც არ არსებობდა, ქართველ მომხმარებლებში საკმაოდ პოპულარული იყო.

bog qulebi

 

პირველი დიდი შეცდომა და დაბრკოლება იყო მაშინ, როდესაც 18 წლისამ, შემთხვევით Geomail-ის სერვერზე 5000 ადამიანის ფოსტა წავშალე, მთლიანად!!! შემდეგ, უფროსი კოლეგა-მეგობრები, სანდრო და გოგა დამეხმარენ მონაცემების აღდგენაში..

ძალიან მიყვარდა ეს საქმე და ბატონმა ალეკომ (“ჯეონეთის” დირექტორმა) ვებ-ჯგუფის უფროსად დამნიშნა. დღემდე მაგრად მახსენდება ეს პერიოდი, ძალიან ბევრს ვსწავლობდი საქმის კეთების პროცესში.

ლევან კილაძე – “ლემონდუსა” და მის ჯგუფში შემავალი პროექტების: Lemondo Games, Lemondo Apps, TKT.GE, SS.GE, Domenebi.GE, wePark.GE, Snapfie, Gifebi… – თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

განხილვა