in

ლევან კობახიძე Wells Fargo-ს ციფრული პროდუქტის განვითარების უფროსი ხელმღვანელი გახდა

აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი ბანკის Wells Fargo გუნდს ლევან კობახიძე შეუერთდა, ციფრული პროდუქტის განვითარების უფროსი ხელმძღვანელის როლში. Wells Fargo-მდე, ერთი წლის განმავლობაში, ლევან კობახიძე სააგენტო Making Science Sweeft-ში ამერიკელი დამკვეთების პორტფოლიოს მართავდა ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა ბანკები, ფინტექი და იქომერსი, IT პროგრამული უზრუნველყოფის და ადამიანური რესურსების გაზრდის მიმართულებით. უფრო ადრე, 2018-2023 წლებში, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი გახლდათ. 2016-2018 წლებში, VEON-ის ციფრული პროდუქტების მიმართულებას უძღვებოდა. VEON-მდე, Way.com-ის ბიზნესის სტრატეგიული კონსულტანტი იყო აშშ-ში.

ლევან კობახიძეს აქვს 10-წლიანი გამოცდილება ციფრული პროდუქტების მართვასა და მობილურ ოპერაციებში. გამოცდილება დააგროვა ციფრულ საბანკო მომსახურებაში, ფინანსურ სერვისებსა და გადახდების სფეროში. უძღვებოდა ციფრულ ტრანსფორმაციას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიასა და პროდუქტის განვითარებას, პროდუქტის მენეჯერებთან და დიზაინერების გუნდთან ერთად.

M: ქართული ფინანსური ინსტიტუტიდან გლობალურ მასშტაბზე – ლევან, პირველ რიგში, გვიამბე, როგორ შედგა თანამშრომლობა?

ჩემი Wells Fargo-თან თანამშრომლობა, მრავალთვიანი ძალისხმევის შედეგია. სრულიად უცხო ადამიანებთან მომიწია ურთიერთობების აგება, მხოლოდ Wells Fargo-ში დაახლოებით 40-მდე ადამიანს ველაპარაკე. ძალიან დიდი კონკურენციაა და პირველ შთაბეჭდილებას დიდი ყურადღება ექცევა.

M: როგორია Wells Fargo-ში შენი ახალი როლი?

Wells Fargo-ს მე შევუერთდი როგორც უფროსი ციფრული პროდუქტის განვითარების ხელმღვანელი. ჩემი მიმართულება მოიცავს Wells Fargo-ს მომხმარებლებისთვის ახალი ანგარიშის გახსნისა და არსებული ანგარიშების მართვის პროცესებს მობილურ პლატფორმებში.

M: მსგავსი მიმართულებით საქართველოშიც გიმუშავია. რით არის საინტერესო შენთვის ეს ახალი გამოცდილება?

ამერიკული გამოცდილება ნამდვილად განსხვავებული იქნება რადგან ბევრად დიდი მასშტაბია. როგორც იცით Wells Fargo 70 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება 35 ქვეყანაში, ამიტომ თითოეული ახალი ციფრული პროდუქტის დანერგვას დიდი შედეგი მოყვება. თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოში საბანკო ინდუსტრია ძალიან განვითარებულია და მქონდა შესაძლებლობა მემუშავა ძალიან თანამედროვე, ნოვატორულ და მომხმარებელზე ზედმიწევნით მორგებულ პროდუქტებზე. სამუშაო პროცესზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, ადრეა შესაფასებლად.

იმედი მაქვს ეს ჯერ დასაწყისია და მალე მომეცემა საშუალება სრულად გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები და ის უნიკალური გამოცდილება, რაც საქართველოში მივიღე.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Suzuki მომხმარებლებს ახალ მოდელს უმალავს!

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით „სკუტერის დღე“ გაიმართა