in

“რატომაც არა “ – ლევან კობერიძე

ბრენდინგ.ჯი

ბრენდინგისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია “Branding.ge”-ს  დირექტორმა  ლევან კობერიძემ განათლება   სტოკჰოლმის  ბიზნეს  სკოლაში, სტრატეგიული მარკეტინგის  სპეციალობით მიიღო. თუმცა, პროფესიით ექიმი-გინეკოლოგია. 

ბრენდინგ.ჯი
მუშაობა სტუდენტობისას დაიწყო.  მან მეგობართან  ერთად  დაარსა კლუბი „რა? სად? როდის?“.  მას სპონსორების  მოძიება ეხებოდა. პირველი ხელფასი 250 დოლარი იყო.   შემდეგ სტუდია “აუდიენციასთან” ერთად, დააარსა სარეკლამო კომპანია. ამას მოჰყვა რამდენიმე კომპანია, სადაც,  მარკეტინგის დირექტორი და კომერციული დირექტორი იყო. “როცა მოსკოვში ვიყავი წავაწყდი ტომას გედის წიგნს: „4D ბრენდინგი“ რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, დავუკავშირდი ამ ადამიანს ,დღემდე ვიყენებ მის ტექნოლოგიას და იგი ჩემი პარტნიორია”

ახლა სამსახურში 7-დან 11 საათამდე ატარებს. მისი სამუშაო დღე დილით ადრე იწყება : “დილას ბავშვი სკოლაში,  მერე აუზი და შემდეგ სამსახური“. საკუთარი გამოცდილებიდან,  ყველაზე წარმატებულ პროექტებად  “კავკასუს ონლაინს, “Go  Electronics”-ს და “საირმე”-ს მიიჩნევს.

 წარმატებისთვის თვლის რომ აუცილებელია: “პირველ რიგში რწმენა,  ხედვა , შრომისმოყვარეობა და იღბალი”.

branding.ge CEO

ლევან კობერიძე  საქართველოში არსებული ბრენდებიდან უპირატესობას “ ლაღიძესა” და “საირმეს” ანიჭებს. პროდუქტს იძენს “კარფურში” , რადგან მოსწონს მისი სისტემა და მომხმარებლის მიმართ მიდგომა. სარგებლობს TBC ბანკის მომსახურებით. აქვს “აიფონი” და არის “ჯეოსელის” აბონენტი. მოსწონს სწორედ ამ კომპანიის ძველი რეკლამები.  მართავს BMW – ს მარკის ავტომობილს. ყველაზე ხშირად სტუმრობს საცურაო აუზს.  საყვარელი ტელეარხი “Discovery”, საყვარელი გამონათქვამი: “რატომაც არა “

დამწყებ კოლეგებს ურჩევს  იკითხონ ბევრი წიგნი

მატიანე

2001 წლის ქართული ვიდეო რეკლამები

ინბოქსი

რა არის ინბოქსი?