in

„მუსიკის შექმნა არ უნდა იყოს ეგოისტური საქმე” – ლევან ლაუდაძე (ვიდეოინტერვიუ)

„კარგი სიმღერის, ისეთის, რომელიც დროს უძლებს, უპირატესობა ისაა, როცა ტექსტიც და მელოდიაც თანაბრად ძლიერია”, – ამბობს ლევან ლაუდაძე თავის ვიდეოინტერვიუში და იმასაც დასძენს, რომ მისთვის მუსიკის შექმნა საკუთარი ემოციების მსმენელამდე მიტანის საშუალებაა.

 ლევანს ყველანი ვიცნობთ, როგორც პოპულარული ბენდის, LOUDspeakers-ის ვოკალისტსა და გიტარისტს. LOUDspeakers ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აწ უკვე ძველი ბენდია თანამედროვე ქართულ მუსიკაში და ლევანიც პირველი დღიდან ამ ბენდის განუყოფელი ნაწილია. განსხვავებული ხმის ტემბრით, მელოდიური როკსიმღერებითა და დასამახსოვრებელი ტექსტებით, ბენდმა მრავალი მსმენელის გული დაიპყრო და პოზიციას მათ გულებში დღემდე ინარჩუნებს.

Zeeker-ისა და Marketer.ge-ს ერთობლივ რუბრიკაში, რომელიც ქართველი არტისტების პოპულარიზაციასა და წინ წამოწევას ისახავს მიზნად, ლევანმა თავის შემოქმედებაზე, მუსიკალურ კარიერასა და იმ კავშირზე ისაუბრა, რაც ბავშვობიდან აქვს მუსიკასთან.

რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr

დათო გორგილაძის რჩეული 3 ტექსტი, რომელშიც ყველაზე საინტერესოდ ჩანს ჟინიანი პერსონაჟები

სეზონური კვება და მისი მნიშვნელობა