in ,

„შედევრი, რომელიც ყველა კონკურენტს ჩრდილავს“ – ლევან ლეფსვერიძის პროგნოზი კანის ლომებზე

17-21 ივნისს, შემოქმედებით ინდუსტრიაში მსოფლიო მოვლენა, კანის კრეატიული ფესტივალი – Сannes Lions 2019, უკვე 66-ედ გაიმართება… ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ გასული წლის ყველაზე ემოციურმა, ხმაურიანმა, ეფექტურმა, გამბედავმა, მარტივმა, თუმცა ამავდროულად, გენიალურმა კამპანიებმა, რაც დათესეს, ის უნდა მოიმკან და კრეატიული სფეროს უმაღლესი ჯილდო – კანის ოქროს ლომი მოიპოვონ.

21 ივნისს, ჟიურის მიერ გამარჯვებულების გამოვლენამდე, გადავწყვიტეთ, ქართული სააგენტოების წარმომადგენლების პროგნოზი მოგვესმინა: წელს, რომელი კამპანიები მოიგებს კანის ლომს?

ლევან ლეფსვერიძე, საკომუნიკაციო სააგენტო „ლივინგსტონის“ შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი:

ცხადია რომ წელს, ფესტივალის მთავარ ფურორს „ნაიკის“ კამპანია – Dream Crazy მოახდენს. Weiden + Kennedy-მ ნათლად დაგვანახა, რას ნიშნავს ინდუსტრიის სტანდარტის აწევა. ეს არის ბრენდის მხრიდან გამბედაობისა და რელევანტურობის საოცარი მაგალითი; შედევრი, რომელიც ყველა კონკურენტს ჩრდილავს.

https://www.youtube.com/watch?v=Fq2CvmgoO7I

ასევე, ვიდეოკატეგორიებში წარმატებას ვუწინასწარმეტყველებდი Droga5-ის ნამუშევარს New York Time-ისთვის. სთორითელინგის ეს ახლებური ფორმა ჟრუანტელს გვრის მაყურებელს და ბოლომდე შეაგრძნებინებს სათქმელს.

https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=18CGnEpeRfI

 

https://www.youtube.com/watch?v=8goJKQ_864c&t=28s

 

 

მგონია, რომ სცენაზე ბევრჯერ გაიბრწყინებს Burger King-იც. ერთცენტიანი ბურგერების კამპანია, წელს, ყველაზე ცხელი თემა იყო მარკეტინგის ინდუსტრიაში. სამაგალითოა CMO Fernando Machado-ს მიდგომები, ყოველ ჯერზე ამტკიცებს, თუ რამდენად ეფექტურია კრეატიული გადაწყვეტები ბიზნესისთვის.

 

ვინ მოიგებს კანის ლომს? – “ლივინგსტონის” CEO-ს პროგნოზი

ვიეტნამის მთავრობა Youtube-ს „პროპაგანდის მანქანას“ უწოდებს