გუგა კოტეტიშვილის სტუდიაში მხატვარ ლევან მანჯავიძის პერსონალური გამოფენა გაიმართება. გამოფენა 5 ოქტომბერს 17:00 საათზე გაიხსნება და 12 ოქტომბერს დასრულდება.
რაც შეეხება წარმოდგენილ ნამუშევრებს, სერია “ძველი ბავშვების” შთაგონების წყარო პ. დ. უსპენსკისა და გიორგი გურჯიევის მიერ ჩატარებული კვლევებია. ამ ფილოსოფოსების მიერ შემუშავებული ადამიანის ტიპების კატეგორიზაცია, სახელწოდებით „ენეაგრამა”, ეზოთერულ-ასტროლოგიურ სისტემასთან არის დაკავშირებული.
სერია შედგება 13 ნამუშევრისგან. თითოეული “ძველი ბავშვი” ასახავს ჩვენს მზის სისტემაში შემავალ პლანეტას და მის არქეტიპს.
მასალა: ზეთი ტილოზე.
თითოეული ნამუშევარი: 132 x 66 სმ.
2013 წელი.
გამოფენის კურატორები:
ირაკლი დოლაბერიძე და რუსა არაბული.