ერთადერთი შიში რაც ახლა ყველაზე მეტად უნდა გვაწუხებდეს არის რომ ამ მსოფლიო კრიზისიდან ვერაფერი ვისწავლოთ, რომ ეს გაყინული მომენტი ვერაფერში გამოვიყენოთ.
ამ პოდკასტს ჩაკეტილ გარემოში ვქმნით და ვუსმენთ. ჩაკეტილია ქვეყნის საზღვრებიც, რაც ბევრ სტარტაპს ჩაკეტილ გარემოზე აფიქრებს, მაგრამ უსაზღვროა შესაძლებლობები. ამის მაგალითად დღეს სტუმრად ლევან მოლაშვილი და კატო რამიშვილი მოვიწვიე. ადამიანები, რომლებიც თავიანთი პროდუქციით საქართველოდან მთელ მსოფლიოს უკავშირდებიან. დღეს ვსაუბრობთ Etsy.com-ზე. ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.
ყველა ეპიზოდის მოსასმენად ეწვიეთ ვებგვერდს podcast.ge