4
Dec
2019

ლევან მუსხელიშვილი და თენგიზ ბეგოიძე Eurobest-ის ფინალში

4 Dec 2019

კრეატიული დირექტორი ლევან მუსხელიშვილი და არტ დირექტორი თენგიზ ბეგოიძე Eurobest-ის ფინალში არიან. მათი პროექტი THE DEATH OF THE PALM, შორტლისტში, Media-ს კატეგორიაში მოხვდა.

 

 

ეს ინსტალაცია გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისთვის, 2019 წლის ზაფხულში შეიქმნა. კამპანია პოლონურ სააგენტო Syrena Communications ეკუთნის. ამ გუნდთან ერთად მუშაობდნენ ლევან მუსხელიშვილი, როგორც პროექტის კრეატიული დირექტორი და თენგიზ ბეგოიძე, როგორც – არტ დირექტორი. სწორედ ამ ნამუშევრით მოხვდნენ ისინი Eurobest-ის ფინალში.

ლევან მუსხელიშვილი, დღესაც, Syrena Communications-ის გუნდის წევრია, თენგიზ ბეგოიძე კი ქართული კრეატიული სააგენტო HOLMES&WATSON-ის დიზაინის დეპარტამენტის უფროსი. ერთად, ისინი, 2014 წლიდან, საკომუნიკაციო სააგენტოს Sci-Fi Communication წარმოადგენენ.

„Eurobest-ის ფინალში მოხვედრა მნიშვნელოვანი ფაქტია. მგონია, რომ საკმაოდ ეფექტური და წარმატებული კამპანია იყო. ამაზე კონკრეტული შედეგებიც მეტყველებს, ვგულისხმობ earned მედიას და მის „რიჩს“.
ბოლო დროის საერკლამო ფესტივალების შედეგებს თუ დააკვირდებით თრენდიდან გადის სოციალური კამპანიების დაჯილდოვება მაგრამ მიუხედავად ამისა თუ ჟიური ეფექტურობის ნაწილს მიანიჭებს პრიორიტეტს, მგონია, რომ გამარჯვების საკმაოდ დიდი შანსი გვაქვს. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ საკმაოდ ძლიერი კონკურენციაა. დაველოდოთ შედეგებს, და ნებისმიერ შემთხვევაში გავუფრთხილდეთ გარემოს“, – ამბობს ლევან მუსხელიშვილი.


Credits:

Jarek Wiewiorski – Syrena Communications Executive Creative Director

Levan Muskhelishvili – Syrena Communications Creative Director

Barbara Borkala – Syrena Communications Creative

Tengiz Begoidze – Syrena Communications Art Director

Feliks Marciniak – Syrena Communications Art Director

P.S.: Eurobest Festival of Creativity, სხვადასხვა კატეგორიის გამარჯვებულებს, 9 დეკემბერს დაასახელებს, გრანპრისა და სპეციალური ჯილდოს მფლობელებს კი 12 დეკემბერს გამოაცხადებს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფინალისტთა შორისაა Windfor’s-იც – შორტლისტში, ქართული სააგენტო, Dze-Georgian Project-ით მოხვდა.

 

განხილვა