in

ლევან ქოქიაშვილი – #პირველისამსახური

ლევან ქოქიაშვილი

სკოლაში სწავლის პარალელურად 16 წლის ასაკში დავიწყე ბიძასთან თონეში პურის მცხობლად მუშაობა, მაშინ აღმოვაჩინე პირველად, რამხელა ბედნიერებაა ადამიანების დაპურება. როდესაც ვუყურებდი, როგორ აბედნიერებს ადამიანებს კვება, მივხვდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია ადამიანების ბედნიერი სახეების ყურება, როდესაც გემრიელად მიირთმევენ. ეს დღემდე სიამოვნებას მგვრის და მამოტივირებს.

მახსოვს, დილის ხუთ საათზე ვდგებოდი ყოველ დღე, ვზელდი ორ-სამ ტომარა ცომს, რომ დილის 8:00 საათიდან უკვე ცხელ-ცხელი შოთის პური უნდა მქონოდა.

მცხობელი, ოფიციანტი – ეს პროფესიები 2000 წელს სამარცხვინოდ ითვლებოდა. ადამიანები ზემოდან მიყურებდნენ. ამ დროს, უნდა იყო ძალიან გაწონასწორებული და შეგეძლოს თვითკონტროლი. ყოველ ნაბიჯზე გვაყენებდნენ შეურაცხყოფას მომართვით, საუბრის ტონით ან უბრალოდ ქმედებით. რთულია თავმოყვარე ადამიანისთვის ამის გადალახვა… ამ დროს დიდი შინაგანი ძალის პოვნა გიწევს რომ გადალახო ეს ყოველივე. მაგრამ ყველაფერი გადალახვადია… მთავარია, გქონდეს მიზანი!

ლევან ქოქიაშვილი – გასტრონომიული კონსულტანტი, სტუმარმასპინძლობის ბიზნესის განვითარების საგენტო “გასტრონავტის” დამფუძნებელი.

Mubic Table – მაგიდა, რომელიც სხვადასხვა ზომად იშლება

ბიზნესლიტერატურის მსოფლიო ბესტსელერი ქართულ ენაზე – BTU-მ მეწარმეობის სახელმძღვანელო წარადგინა