22
Nov
2018

ლევან სონღულაშვილის „სინესთეზია“ რუსთაველის თეატრში

22 Nov 2018

26 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე რუსთაველის თეატრში ქართველი ვიზუალური ხელოვანის, ლევან სონღულაშვილის შემოქმედებითი პერფორმანსი „სინესთეზია“ (თანაშეგრძნება) შედგება. აღნიშნული ღონისძიება აერთიანებს მუსიკასა და ვიზუალურ ხელოვნებას. 

პერფორმანსში ყველაზე მთავარი არის ის, რომ ყველაფერი სპონტანურობაზეა დამოკიდებული – შემოქმედები ერთ დროსა და სივრცეში ახალ ნამუშევრებს შექმნიან. ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერის “ERTI Gallery-ს” დამფუძნებლის, თამუნა არშბას თქმით, ასეთი პროექტი საქართველოში პირველად იმართება. დასრულებული ნამუშევრები შექმნიდან 4 საათში რუსთაველის თეატრში დაიკიდება. 

„სინესთეზია“, ვიზუალურ ხელოვანის, ლევან სონღულაშვილის ექსპერიმენტულ-პერფორმატიული პროექტია, რომელიც ორ ძირითად ფორმას: ვიზუალურ და სმენით სინესთეზიას აერთიანებს. პროექტის ფარგლებში, მხატვართან ერთად სინესთისიტები იქნებიან თანამედროვე მუსიკის შემსრულებლები: ალექსანდრე კორძაია, გიორგი ცაგარელი, ვაჟა მარი და სანდრო ჩინჩალაძე. ხელოვანები თავს მოიყრიან რუსთაველის თეატრის ქვეშ, ყოფილი კაფე „ქიმერიონის“ სივრცეში, სადაც გასული საუკუნის დასაწყისში „ცისფერყანწელები“ იკრიბებოდნენ, რომელთა ინიციატივითაც კედლები მოხატეს ლადო გუდიაშვილმა, დავით კაკაბაძემ, მოსე თოიძემ, სერგეი სუდეიკინმა და სიგიზმუნდ ვალიშევსკიმ. მუსიკოსები ნახატს, ვიზუალურ გამოსახულებას მოუსმენენ; მხატვრის მიერ ტილოზე ფუნჯის ყოველი მონასმი მათთვის მუსიკალურ ბგერად იქცევა. სონღულაშვილი კი ქიმერიონის სივრცეში აჟღერებულ მუსიკას ვიზუალური აღქმით დახატავს“. 

განხილვა