in

iSpace-ის მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში ლევან თაღიაშვილი გაუძღვება

ფოტო: ჯეკო ნაკაიძე

საერთაშორისო კომპანია iSpace-ს საქართველოს ბაზარზე მარკეტინგის ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ეს როლი ლევან თაღიაშვილმა სულ ცოტა ხნის წინ ჩაიბარა და Apple-ის პრემიუმ-რესელერის მარკეტინგზე იზრუნებს. ის წლების განმავლობაში, ბიზნესჟურნალისტი იყო, შემდეგ მარკეტინგის მიმართულებით გადაინაცვლა, სადაც სხვადასხვა სფეროში მოსინჯა ძალები, მათ შორის, საქართველოს ბანკში, თეგეტა ჰოლდინგში. ახლა კი, ფინანსური და საავტომობილო ინდუსტრიების შემდეგ, ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესდა.

M: ლევან, შენი ინტერესებისა და საქმიანობის სფერო მრავალფეროვანია – ტელევიზია, ინვესტიციები, ავტომობილები, ახლა – Apple. რით იყო საინტერესო ეს მიმართულება?

მახსოვს პირველ კურსზე დავით გოგიჩაიშვილს შევხვდით სტუდენტები. მაშინ ბიზნეს ჟურნალისტობა უკვე მინდოდა, თუმცა ვხვდებოდი, რომ მხოლოდ ეს ვერ დამაკმაყოფილებდა. 

„ჯერჯერობით ვერ ვიპოვე საქმე, რომელიც მინდა მთელი ცხოვრება ვაკეთო და რას მირჩევთ მეთქი“, – ვკითხე დავითს.

პასუხი ახლაც მახსოვს:

„და რატომ უნდა აკეთო ერთი რაღაც მთელი ცხოვრება? მეც ხომ არაერთხელ შევიცვალე პროფილი და არც მომავალში არ ვაპირებ სულ ერთ სფეროში დარჩენასო~. მაშინ მივხვდი და შემდეგაც არაერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანებმა უფრო ხშირად უნდა ვუსმინოთ საკუთარ თავს. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ ცვლილება აუცილებლად მალე უნდა დადგეს. 4 წელი ვიყავი ბიზნესჟურნალისტი, სულ სხვის წარმატებაზე ვწერდი და მეც გამიჩნდა სურვილი, რაღაც საკუთარი შემექმნა. ამის შემდეგ მე და მარკეტინგი „საქართველოს ბანკმა“ დაგვამეგობრა. უამრავი პროფესიონალისგან იმხელა ცოდნა მივიღე, სულ ვამბობ მეორე MBA ჩემთვის ბანკი იყო მეთქი, შემდეგ იყო უკვე მენეჯერული პოზიცია „თეგეტა ჰოლდინგში“, სადაც როგორც მენეჯერი განვვითარდი და ახლა უკვე iSpace, სადაც საქართველოს რითეილ მარკეტინგის გუნდს ვუხელმძღვანელებ. საფონდო ბირჟაც, ელექტროავტომობილებიც და ახლა უკვე ტექნიკაც დიდი ხანია მაინტერესებს და ფაქტობრივად, ჩემი ჰობია.

M: როგორ შედგა თანამშრომლობა და რას მოიცავს შენი ამჟამინდელი როლი?

iSpace-თან დიდი ხნის წინ დავიწყე თანამშრომლობა, ტექნიკის მიმომხილველად. გასულ წელს, ახალი iPhone-ის წარდგენის ივენთზეც წამყვანი ვიყავი, ამიტომ გუნდთან შეხება სულ მქონდა. CV-ს გაგზავნის შემდეგ იყო არაერთი გასაუბრება, პრაქტიკული დავალება თუ ტესტი, რაც წარმატებით გადავლახე და მიხარია, რომ ახლა მათი გუნდის წევრი ვარ.

ASBC არის Apple-ის პერმიუმ-რესელერი აღმოსავლეთ ევროპის 8 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. მე სწორედ საქართველოს რითეილ მარკეტინგის გუნდს ვუხელმძღვანელებ და ვეცდები iSpace-ის მომხმარებლებს Apple-ის სტანდარტების კომუნიკაცია და გამოცდილება შევთავაზო.

M: როგორია შენი ხედვა, გეგმები და მოლოდინები ახალ პოზიციასთან დაკავშირებით?

დიდი გეგმები გვაქვს, უახლოეს მომავალში iSpace Apple-ის პრემიუმ პარტნიორი ხდება რაც ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს და ამისთვის განსაკუთრებით ვემზადებით. ასევე გვსურს ახალი ფილიალის გახსნა რასაც ჩვენს მომხმარებლებს 2024 წლის ბოლოს შევთავაზებთ. როგორი გამართულიც არ უნდა იყოს სტრუქტურა და კომუნიკაცია, ყოველთვის არის გაუმჯობესების შესაძლებლობა. ძალიან მინდა თითოეულ მომხმარებლამდე მივიტანო ის ბენეფიტები რასაც მათ iSpace სთავაზობს, საქართველოში Apple-ის პროდუქცია ძალიან უყვართ და ყველამ უნდა იცოდეს, რომ Premium Reseller-ისგან ყველაზე მაღალი ხარისხის მომსახურებას მიიღებენ.

ბომბებიდან ფოტოებამდე — პირველი დრონი ისტორიაში

რა გამოარჩევს ამბიციურ და მაღალი შესაძლებლობების მქონე გუნდებს?