in

Levanccio Arts & Crafts – კონცეპტუალური ხელოვნება პრინტის სახით – ქართველი წყვილის ოჯახური სტარტაპი

Startauperi
Startauperi

Levanccio Arts&Crafts – ქართველი არტისტის, Levanccio-ს – ლევან კვარაცხელიასა და გრაფიკული დიზაინერის, ეთო გზირიშვილის ოჯახური სტარტაპია, რომელიც უკვე 1 წელია, რეალისტურ და კონცეპტუალურ ხელოვნებას პრინტის სახით წარმოგვიდგენს. ფერწერისა და ილუსტრაციების გარდა, Levanccio ინტენსიურად მუშაობს ანიმაციაზე, თამაშის კონცეფციაზე, „ჩარაქთერ“ დიზაინსა და თამაშის ანიმაციაზე. Levanccio 34 წლის არტისტია, რომელმაც განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ასევე, ბარსელონაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე (Universitat de Barcelona – Facultad de Bellas Artes) მიიღო, თუმცა მიაჩნია, რომ ის თვითნასწავლი მხატვარია. მარკეტერი Levanccio-ს სტილზე, ანიმაციაზე მუშაობის სპეციფიკასა და ინსპირაციის წყაროებზე ლევანსა და ეთოს ესაუბრა:

M: როგორია Levanccio-ს სტილი?
Levanccio-ს ნამუშევრები გამოირჩევა შესრულების დამახასიათებელი სტილით, რომლის ადგილიც მხოლოდ კედელზე, ინტერიერში არ არის და წარმოვიდგინეთ სხვადასხვა მასალაზე როგორც პრინტი, უკვე ნივთებად ქცეული: მაისური, ჩანთა, გულსაბნევი, მაგნიტი, სანიშნე  და ა.შ. ჩვენ ვფიქრობთ, საინტერესოა, როდესაც ხელოვნება შემოდის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამიტომაც მოგვეწონა ეს ინტეგრაცია. ვფიქრობთ, რომ არ არის აუცილებელი, ნამუშევრები გალერეებში იყოს გამოკეტილი.

M: მოგვიყევით პერსონაჟების შექმნის პროცესზე, ინსპირაციას საიდან იღებთ?
ლევანის საყვარელი თემაა პერსონაჟები, პორტრეტები, ხშირ შემთხვევაში, საყვარელი გმირები არიან რეალური ცხოვრებიდან, რომელთაც აქვთ სახასიათო სახეები და შესაბამისად, ხშირად ხდებიან ინსპირაციის წყაროები. ერთ-ერთი პერსონაჟისთვის ინსპირაცია გახდა კატალონიელი მწერალი Quim Monzó, რომლის საინტერესო პიროვნება და სახის ნაკვთები გამოიყენა Levanccio-მ.

M: ანიმაციაზე მუშაობას რა სპეციფიკა აქვს?
ძირითადად, თამაშებისთვის ვქმნი პერსონაჟსა და ანიმაციას, თამაშის თემატიკისა და სცენარიდან გამომდინარე. რაც შეეხება პერსონაჟის შექმნას, აქ დამკვეთი არ ერევა, უფრო სწორად ჩემს გემოვნებას ენდობა. თვითონ პერსონაჟს რომელიმე ადამიანს ვამსგავსებ ხოლმე და ვცდილობ, მისი ხასიათი მივცე, მაგალითად, კლიენტს უნდა მონადირე, მე ვეკითხები, ქართველი მონადირე უნდა, თუ ზოგადი მონადირის მოდელი და იმის მიხედვით, რასაც ის ფიქრობს, იმ კუთხით ვავითარებ პერსონაჟს, ამაზე მეტად არ ვწვრილმანდებით და დეტალებში არ ჩავდივართ, ნუ გამონაკლისის გარდა.


M:
სად შეიძლება თქვენი ნივთების შეძენა და მომხმარებლის გემოვნებით თუ იღებთ შეკვეთებს?

ნივთების შეძენა შეიძლება ჩვენი ფეისბუკ გვერდის საშუალებით და ასევე, ეროვნული გალერეის სუვენირების მაღაზიაში „სანტა ესპერანსა“. მომხმარებელი უფრო Levanccios სტილზე უნდა აკეთებდეს ორიენტაციას, თუ ვთქვათ, დაგვიკავშირდა მსურველი და თქვა, მე თქვენი სტილი და შესრულების მანერა მომწონს და გთხოვთ, შემისრულოთ, მაგალითად, პორტრეტი, ასე შესაძლებელია თანამშრომლობა. რაც შეეხება შეკვეთის დამზადების ვადებს, 5 სამუშაო დღის ვადაში შესაძლებელია, შესრულდეს და მომხმარებელს გადაეცეს ნივთი.

ნინჩო ნემსაძის გზა სარეკლამო სააგენტოდან მთავრობის ადმინისტრაციამდე

კრისტიენ ვიგმა პიცის რეკლამაში ყველა პერსონაჟის როლი ითამაშა!