in

ქოჩორა და ხავი საქართველოში მოდიან, Levante-სთვის ახალი ტალანტების მოსაძებნად!

Facebook-ზე ქართულად პოსტვამ და ქართული აუდიტორიის გულმხურვალე მხარდაჭერამ, ასეთი მოულოდნელი შედეგი მოიტანა. Levante-ს ადმინი ხავი, გიორგი ქოჩორაშვილთან ერთად, საქართველოში, ახალგაზრდა ტალანტების შესარჩევად ჩამოდის! შერჩევა 19 და 20 აგვისტოს გაიმართება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს, რომლებიც 2006-2011 წლებში არიან დაბადებულები.

„თუ ფეხბურთი გიყვარს, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენო! ქოჩორას მხარდაჭერით, ხავი და ლევანტე საქართველოში მოდიან ახალი ტალანტების მოსაძებნად! გელოდებით ორშაბათს და სამშაბათს, 2006-დან 2011 წელს დაბადებულებს, რათა გვაჩვენო შენი შესაძლებლობები და მიიღო ლევანტეს სტიპენდია!“ – ნათქვამია Levante-ის Facebook პოსტში.

დეტალებისა და რეგისტრაციისთვის ამ ბმულს ეწვიეთ: https://campus.levanteud.com/georgia/“

2028 წლის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი ლოგო ვანესა ბრაიანტმა შექმნა

ბათუმში Replay-ს მაღაზია გაიხსნა