in

ოჯახური ბიზნესით დაწყებული დიდი ქართული საქმე – „ლევანტოს” ფეხსაცმლის ბრენდი

„დამზადებულია საქართველოში” – ეს არის ფრაზა, რომელიც ლევანტოს დამფუძნებლებმა და გუნდმა თავიდანვე პრიორიტეტად დაისახეს და მიზნად აქციეს. მაშინ, როდესაც კომპანიამ წარმოება დაიწყო, არსებობდა მკაცრად ჩამოყალიბებული სტერეოტიპი, რომ ქართული ნაწარმი არ არის ხარისხიანი, თუმცა ლევანტო გახდა ნოვატორი, რომელმაც შეძლო ამ სტერეოტიპის დამსხვრევა და დღეს უკვე უამრავი ქართველი მომხმარებელი ორი მთავარი მიზეზის გამო ირჩევს მის პროდქუტს – პირველი იმიტომ, რომ ის ხარისხიანია და მეორე იმის გამო, რომ ის ქართულია!

როგორ იწყება ამბავი…

ლევანტოს ისტორია არც ისე ახალია და ოჯახური ბიზნესით იწყება. ბრენდის დამფუძნებელი, ბერიკა მხეცაძე გვიყვება, რომ ფეხსაცმლის კერვის ხელოვნება ოჯახში თავდაპირველად დიდმა ბაბუამ დანერგა, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში საზღვარგარეთ ცხოვრობდა და ფეხსაცმლის კერვის ოსტატი იყო, თუმცა არეულობის პერიოდში საქართველოში დაბრუნდა და აქ გააგრძელა თავისი საქმიანობა.

დღევანდელი კომპანიის სახელწოდებაც სწორედ მასთან არის დაკავშირებული, რადგან ლევანტო დიდი ბაბუის სახელია. ბერიკა იხსენებს, რომ როდესაც პატარა იყო და სოფელში ცხოვრობდა, უყურებდა, როგორ მუშაობდნენ ფეხსაცმელებზე მისი მამა, ბიძა და სხვა ოჯახის წევრები. გამომდინარე აქედან, ეს საქმე ერთგვარ ოჯახურ ტრადიციადაც იქცა და 2004 წელს უკვე ოფიციალურად გადაწყდა, რომ დაეარსებინათ საკუთარი ბიზნესი, რომელსაც წინაპრის სახელი დაარქვეს.

დღეს კომპანია საკმაოდ დიდ საწარმოს ფლობს, რომელიც ქუთაისში მდებარეობს. დიდი ხნის განმავლობაში მაღაზიებიც ჰქონდა მათ შორის, თბილისშიც, თუმცა დღეს თანამედროვე ტექნოლოგიებს მიჰყვება და ონლაინ მაღაზიის საშუალებით ემსახურება თავის მომხმარებელს. ის ქმნის პროდუქტს, რომელიც მთელი ოჯახისთვისაა და მთავარი ორიენტირი ხარისხზე აქვს აღებული, რადგან ეს ლევანტოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ხარისხის შესაქმნელად კომპანია რესურსს არასოდეს ზოგავს. 

დანარჩენ დეტალებს თავად ბერიკა მხეცაძე მოგვიყვება:

M: ბერიკა, თქვენთვის რას ნიშნავს, შექმნათ ქართული ბრენდი და გახადოთ ის წარმატებული?

ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჯერ კიდევ წინა თაობებიდან მესმოდა და ჩვენი ოჯახის მთავარი აზრი იყო, რომ ქართული ნაწარმი შეგვექმნა. მეც ასე გავიზარდე, რომ ქართული საქმე უნდა ვაკეთო, ამიტომ იმის გარდა, რომ თავად ვაწარმოებ, ვცდილობ, ქართული პროდუქცია შევიძინო.

M: რას გვეტყოდით და როგორ შეაფასებდით პროექტს Made in Georgia? რა მოლოდინები გაქვთ ამ პროექტისგან? 

საქართველოს ბანკი ჩვენთვის ზუსტად მაშინ გამოჩნდა, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, რომ იტყვიან – სწორ დროსა და ადგილას მოვხვდით მასთან. თუ სადმე რამე დახმარება დაგვჭირდა ინვენტარისთვის თუ სხვა, ყველაფერში გვერდში დაგვიდგა. ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, ჩემი აზრით, რადგან მარტო ჩვენსას კი არა, ზოგადად, ქართული ნაწარმის პოპულარიზაციას რომ ეწევა, ეგ უკლებლივ ყველა იმ კომპანიას წაადგება, რომელიც ამ პროექტშია გაერთიანებული. 

M: როგორია თქვენი სამომავლო ხედვა?

ამ ეტაპზე მთლიანად ონლაინ სერვისებზე ვართ გადასულები. ასევე ვმუშაობთ ბრენდინგზე, კომპანიის სლოგანზე, გვსურს, მარკეტინგის კუთხით უფრო გავაქტიურდეთ და მეტად ვპოზიციონირდეთ ქართულ ბაზარზე, როგორც ბრენდი. ის, რომ ხარისხიან პროდუქტს ვქმნით და ამ გზას არასოდეს გადავუხვევთ, თავისთავად ცხადია. მომხმარებელს რაც შეეხება, ბევრი გვყავს ისედაც, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გვსურს, რომ შევაყვაროთ ხალხს და დავანახოთ ქართული პროდუქტის შეძენის მნიშვნელობა და საჭიროება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკმა ცოტა ხნის წინ ახალი კამპანია Made In Georgia წამოიწყო, რომელიც ქართული ბიზნესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. კამპანიაში ჩართული ბიზნესები სპეციალური ფასდაკლებებითა და სპეციალური საჭიროებებით სარგებლობენ. „ლევანტოც” ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს, თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ბანკისა და ლევანტოს პარტნიორობა გაცილებით ადრე, 2006 წელს დაიწყო, როდესაც ბანკი ლევანტოს საწარმოო ხაზის გაშვებასა და პირველი დიდი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარა. 

კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბანკმა დაამზადა სტიკერების ნაკრები, რომლის გადმოწერაც კომპანიას შეუძლია და ეს სტიკერი მიანიშნებს, რომ პროდუქცია საქართველოშია დამზადებული.

რატომ არიან ძაღლები ასეთი მეგობრულები? — გენეტიკოსების პასუხი

Nature in Our Nature — Jeep-ის ახალი კამპანია