in

რას სთავაზობს სტუდენტებს IT აკადემია Level 1?

IT აკადემია Level 1, სტუდენტებს, პროგრამული ენების და ტექნოლოგიების შესწავლას სთავაზობს. პროექტის ხელმძღვანელი ნაია ადამია ამბობს, რომ კურსიც და თავად აკადემიაც ციფრულ პროფესიებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო შეიქმნა.

„2020 წელი, თითოეული ჩვენგანისთვის, გამოწვევებით იყო სავსე. პანდემიამ ბევრ რამეზე დაგვაფიქრა და შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. გვასწავლა დისტანციურად სწავლა, მუშაობა და ურთიერთობა. 2020 წელს კომპანიების გაციფრულება უფრო სწრაფად მოხდა ვიდრე იგეგმებოდა. ამ ყველაფერმა განაპირობა ციფრული პროფესიების პოპულარობის ზრდა და საჭიროება“.

2020 წლის მარტში დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ შეიძლებოდა ყველა დაინტერესებული პირისთვის მიეცათ სწავლის შესაძლებლობა, შემდგომ დასაქმების პერსპექტივით. ასე შეიქმნა IT აკადემია LEVEL 1 და მისი პროგრამული ენების და ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსი.

ნაია ადამია: საქართველოში არსებული ეკონომიკური და სოციალური სიტუაციიდან გამომდინარე, LEVEL 1-ში ძირითად, აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ სწავლის შესაძლებლობა ჰქონდეს ყველა ადამიანს, განურჩევლად ფინანსური მდგომარეობისა და სოციალური სტატუსისა. ჩვენ ვეძებთ მონდომებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს, რადგან გვჯერა, რომ LEVEL 1 არის შესაძლებლობა, რომელიც ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას.

და ამიტომ გადაწყვიტეთ, თქვენს აკადემიაში სასწავლო კურსი უფასო ყოფილიყო? 

არასაკმარისი ფინანსური მდგომარეობის გამო ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარი თავისა და ნიჭის გამოვლინებას. LEVEL 1 ადგილია, მათთვის ვისაც სურს გამოცადოს თავი ციფრულ სამყაროში და დაეუფლოს მომავლის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას.

უშუალოდ კურსზე და სასწავლო პროცესზე რომ ვისაუბროთ . . . 

Front-end დეველოპერები მუშაობენ დიზაინერებთან ერთად, რომ შექმნან ფუნქციონალური, სწრაფი და ლამაზი ვებგვერდები. ჩვენი კურსის სტუდენტები ისწავლიან, არამარტო საჭირო პროგრამულ ენებსა და ტექნოლოგიებს, არამედ სწორ მიდგომასა და ფიქრს. კურსის ბოლოს, სტუდენტს ექნება საკმარისი გამოცდილება და პორტფოლიო, მისი სამომავლო კარიერისთვის. პროგრამული ენების და ტექნოლოგიების ჩამონათვალი, რასაც ჩვენს აკადემიაში ისწავლით არის: HTML5, CSS3, JavaScript, NestJS, React, Angular, Material UI.

ვის შეუძლია თქვენს კურსზე სწავლა? 

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ორიენტირებულები იქნებიან კარიერულ განვითარებაზე. იმისათვის რომ მოხვდე საუკეთესოთა შორის, აუცილებელია გაიარო და დააკმაყოფილო მომდევნო 4 ეტაპი:

რა არის LEVEL 1-ის მთავარი მიზანი?

გარდა სწავლის შესაძლებლობისა, LEVEL 1-ის მთავარი მიზანია, კარიერული მეგზურობა გაუწიოს თითოეულ ჩვენს წარმატებულ სტუდენტს და ხელი შეუწყოს მათ საერთაშორისო კომპანიებში დასაქმებაში.

აკადემიას აქვს „ონლაინ“ პლატფორმა, სადაც, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სწავლება. ამ შესაძლებლობაზეც რომ ვისაუბროთ

„ონლაინ“ პლატფორმის შექმნის დროს, გავითვალისწინეთ ის ნიუანსები, რაც ამ პერიოდში შეექმნა არაერთ სასწავლო ცენტრს. ჩვენი კურსი მაქსიმალურად მიახლოებულია იმ რეალობასთან, რასაც „ოფლაინ“ სწავლება ჰქვია. 6-თვიანი კურსი გაჯერებულია სხვადასხვა დისტანციური აქტივობებით, რომლებიც ქმნიან მაქსიმალურ ჩართულობას ლექტორსა და სტუდენტს შორის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, განვითარდა ჩვენი თითოეული მიდგომა, რომ სტუდენტებს შევთავაზოთ ხარისხზე და შედეგზე ორიენტირებული კურსი.

კურსდამთავრებულებს ეხმარებით დასაქმებაშიც. რა შესაძლებლობებს აძლევთ მათ ამ კუთხით? 

ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ჩვენმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ მოგვცა შესაძლებლობა, დავახლოებოდით მსოფლიოში წამყვან საერთაშორისო კომპანიებს. ამ ეტაპზე გვყავს 5 პარტნიორი, რომლებიც ხელს შეუწყობენ ჩვენს საუკეთესო სტუდენტებს დასაქმებაში.

ვინ არიან თქვენი ტრენერები?

ჩვენი ქართველი ტრენერები არიან 10 წელზე მეტი გამოცდილების მქონე პროფესიონალი დეველოპერები, რომლებსაც არაერთი წარმატებული პროექტი განუხორციელებიათ. ასევე გვყავს უცხოელი ტრენერები რომლებიც მზად არიან თავისი გამოცდილება გაუზიარონ დამწყებ დეველოპერებს.

ამ ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა, კონკურენცია არც თუ ისეთი მცირეა. თქვენი აკადემიის უპირატესობა რა არის?

LEVEL 1  გამოირჩევა სასწავლო კურსით, მაღალკვალიფიციური ტრენერებით და პარტნიორი კომპანიებით.  წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სამსახური გარანტირებულია და რაც ყველაზე მთავარია – სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, დაეუფლოს პროგრამულ ენებს სრულიად უფასოდ.

სამომავლოდ რას გეგმავთ?

სამომავლოდ ვგეგმავთ სხვადასხვა კურსების დამატებას. ამ ეტაპისთვის ჩვენს პარტნიორებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. LEVEL 1-ის სიახლეების გასაცნობად, თვალი ადევნეთ ჩვენს ვებგვერდსა და Facebook გვერდს.

 

[R]

სამუშაო/პირადი ცხოვრების ბალანსი არის არა მიღწევა, არამედ ციკლი

ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის მხარდასაჭერად