5
Oct
2018

“ლეველსი” – მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრი თბილისში, ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის

5 Oct 2018

მიუხედავად საგანმანათლებლო სფეროში არსებული მაღალი კონკურენციისა, სანდო სასწავლო ცენტრის პოვნა ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს. ბავშვების სხვადასხვა საგანში მომზადება, ხშირად სხვადასხვა მისამართზე სიარულს გულისხმობს, რაც დროის დიდ რესურსს მოითხოვს. ამასთან, ბევრისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებლების კვალიფიკაციისა და სასწავლო მიდგომის გარდა, სასწავლებელში კომფორტული გარემოც იყოს. მეთოდოლოგიის მრავალპროფილიანი საგანმანათლებლო ცენტრ “ლეველსის” დაფუძნების იდეა ფილოლოგ ნათია თორთლაძეს მაშინ გაუჩნდა, როდესაც თავად წააწყდა მშობლებისთვის გავრცელებულ პრობლემას, მოეძებნა სასწავლო ცენტრი, სადაც ყველა საჭირო საგნის ერთ სივრცეში შესწავლა იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა, ცენტრი, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან ერთად, ზრდასრულთათვისაც მოიცავს კურსებს. რას მიმართულებებს მოიცავს “ლეველსი” და რა უპირატესობა აქვს საგანმანათლებლო ბაზარზე, ცენტრის დამფუძნებლისა და დირექტორისგან, ნათია თორთლაძისგან, შევიტყვეთ.

M: საგანმანათლებლო ბაზარზე არსებულმა რა საჭიროებებმა გადაგაწყვეტინათ ცენტრის გახსნა?

“ლეველსის” დაფუძნების იდეა გამიჩინა ჩემი და ჩემი  შვილების ყოველდღიურმა შეხებამ განათლების სფეროსთან. ვერ ვპოულობდით ისეთ საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც ერთ სივრცეში კომბინირებული იქნებოდა ხარისხიანი განათლების მიღების პერსპექტივა, კომფორტული გარემო და ხელმისაწვდომი ფასები. გვიწევდა ხშირი გადაადგილება ერთი გაკვეთილიდან მეორეზე, ერთი ცენტრიდან მეორეში, რაც გვაკარგვინებდა მნიშვნელოვან დროს და რესურსებს. როგორც ბევრი მშობელი, მეც ხშირად ვაწყდებოდი პრობლემას, როდესაც მინდოდა შვილების რამდენიმე სხვდასხვა კურსზე ტარება. აქედან გამომდინარე, მე და ჩემმა შვილმა, რომელიც ამ ეტაპისთვის განათლებას იღებს დიდ ბრიტანეტში, აქვს თანამედროვე მიდგომა განათლების სფეროსადმი, დავისახეთ მიზნად შეგვექმნა სასწავლო ცენტრი, სადაც ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ განათლება არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით, არამედ გაიარონ სხვადასხვა პროგრამა ერთ სივრცეში – რაც ძალიან მოსახერხებელი არის როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის.

გარდა ხარისხიანი განათლების მიღების შეთავაზებისა, დიდი ყურადღება დავუთმეთ სასწავლო გარემოს, გვინდოდა სწავლის პროცესი მაქსიმალურად კომფორტული გვექცია მოსწავლეებისთვის. “ლეველსის” ძირითად ფერებად ავირჩიეთ ლურჯი და ყვითელი. ლურჯი – მეგობრობის და ჰარმონიის, ხოლო, ყვითელი ინტელექტისა და ურთიერთობების სიმბოლური ფერია, რაც საერთო ჯამში, პოზიტიურ და მეგობრულ განწყობას უქმნის მოსწავლეებს. მკაცრად დავიცავით ყველა უსაფრთხოების წესი. სარემონტო მასალად ავირჩიეთ უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა მასალა.

დიდი დრო და ძალისხმევა მოვანდომეთ სერტიფიცირებული, გამოცდილი და მოსწავლეების მიმართ პოზიტიურად განწყობილი მასწავლებელ/ტრენერების შერჩევას.

M: რა სფეროებს მოიცავს სასწავლო ცენტრი?

ჩვენი ცენტრი მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას: ინგლისური ენის აკადემია, საატესტატო, ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგამები, შაბათ-კვირის სკოლა და ხელოვნების აკადემია.

M: ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი?

ჩვენი სამიზნე სეგმენტი ნებისმიერი ასაკის სწავლის მსურველია.  

6-14 წლის ბავშვებისთვის გვაქვს ზოგადი ინგლისური ენის კურსი, ხელოვნების აკადემიაში ხატვის, ძერწვის, ფერწერისა და გრაფიკის გაკვეთილები, გვაქვს შაბათ-კვირის სკოლა, სადაც მოზარდები სურვილის მიხედვით დაესწრებიან ინგლისური ენის გაკვეთილებს, გაწევრიანდებიან ფსიქოლოგიის, წიგნიერების, ხელოვნების ჯგუფებში.

14-17 წლის მოზარდებისთვის გვაქვს ბიზნეს-სკოლა, სადაც  სხვადასხვა სფეროდან მოწვეული ტრენერები უტარებენ მოზარდებს ტრეინინგებს მათ მიერ შერჩეულ თემატიკაზე. ამავე ასაკობრივი კატეგორიისთვის გვაქვს საატესტატო და ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამები. ასევე ინგლისური ენის კურსები, IELTS, TOEFT, FCE-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამები.

18 წლიდან ზემოთ ასაკის მსმენელებისთვის გვაქვს ინგლისური ენის ზოგადი კურსი, სასაუბრო ინგლისური, IELTS, TOEFL,  FCE, CAE-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამები. ასევე, სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამები.

M: რა გხდით კონკურენტუნარიანს, რას სთავაზობთ მოსწავლეებს განსხვავებულს?

ჩვენი მთავარი სიძლიერე ჩვენი გამოცდილი და კვალიფიციური ადმინისტრაციული და მასწავლებელთა/ტრენერთა გუნდია. მაგალითად, ინგლისური ენის აკადემიაში ჩვენს ყველა მასწავლებელს აქვს კემბრიჯის კვალიფიკაცია (CELTA), რაც ერთგვარად ხაზს უსვამს ცენტრში ხარისხიანი მიდგომებისა და მეთოდების არსებობს.  ინდივიდუალური მიდგომა, მომხმარებლისგან მუდმივი უკუკავშირის მიღება, მრავალფეროვანი პროგრამების შეთავაზება ერთ სივრცეში, ნათელი და დიდი აუდიტორიები, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვა და ის მეგობრული და თბილი გარემო, რომელიც ყოველ მოსწავლეს ვთავაზობთ – ნამდვილად უქმნის მათ საუკეთესო პირობებს სწავლისთვის.

გარდა მოსწავლეების კომფორტისა, ჩვენ ვზრუნავთ მშობლების კომფორტზეც და ვთავაზობთ მუდმივ კომუნიკაციასა და რეპორტინგის სისტემას, რომლის საშუალებითაც მშობელი მუდმივად ადევნებს თვალს შვილის აკადემიურ მოსწრებასა და პროგრესს.

არ აქვს მნიშვნელობა, კვირაში რამდენ საათს ატარებს ჩვენთან მოსწავლე – ჩვენ ვიცნობთ ჩვენს მოსწავლეებს, კარგად გვესმის მათი ინდივიდუალური საჭირობები, ვხედავთ მათ წინაშე წამოჭრილ დაბრკოლებებს, მათ პროგრესს და ვეხმარებით მათ დაბრკოლებების გადალახვასა და დასახული მიზნების მიღწევაში.

სწავლების მაღალი ხარისხის მიუხედავად, ჩვენი პროგრამების ღირებულება ხელმისაწვდომია ყველასთვის, ჩვენი ერთგული მოსწავლეები კი მუდმივად სარგებლობენ შეღავათებით. ინგლისური ენის აკადემიაში სტუდენტები სარგებლობენ სპეციალური ფასებით, ასევე გვაქვს კორპორაციული ფასდაკლებები ორგანიზაციებისთვის.

M: როგორია სწავლების პრინციპი და სასწავლო გარემო?

ჩვენი სწავლების პრინციპები განსხვავდება მიმართულებების მიხედვით, თუმცა რამდენიმე ძირითადი პრინციპი საერთოა ყველა ჩვენი მიმართულებისთვის:  შევთავაზოთ მომხმარებლებს მაღალკვალიფიციური მასწავლებლების გუნდი, ინდივიდუალური მიდგომა, ეფექტიანი სწავლების მეთოდოლოგია და მეგობრული და თბილი გარემო. მაგალითად, ინგლისური ენის აკადემია, სადაც  გვყავს ქართველი და უცხოელი მასწავლებლების გუნდი. ჩვენს ყველა მასწავლებელს აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის სერტიფიკატი (CELTA), ვასწავლით თანამედროვე უახლესი ლიტერატურით და გარდა ძირითადი სახელმძღვანელოებისა, აქტიურად ვიყენებთ კლასგარეშე მასალებს, ჯგუფურ სამუშაოებს, როლურ თამაშებს, აუდიო და ვიდეო მასალებს, რაც საგაკვეთილო პროცესს მაქსიმალურად ინტერაქციულსა და საინტერესოს ხდის. აკადემიაში მოსულ მოსწავლეს, პირველ რიგში, უტარდება ინგლისური ენის ცოდნის დონის გამსაზღვრელი ტესტირება, რის მიხედვითაც მოსწავლე ცოდნის შესაბამის დონეზე იწყებს სწავლას. მოსწავლეებს პერიოდულად ვუტარებთ კლასგარეშე აქტივობებს, ვუწყობთ თემატურ დღეებსა და კინოჩვენებებს, რაც ხელს უწყობს მათ, გაავარჯიშონ ინგლისურის ცოდნა ყოველდღიურ სიტუაციებში.

M: უფრო ვრცლად გვიამბეთ, რა კურსებს მოიცავს საგანმანათლებლო ცენტრი?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, “ლეველსი” მოიცავს რამდენიმე ძირითადი მიმართულებას: ინგლისური ენის აკადემიაში გვაქვს კურსები ნებისმიერ ასაკისა და ინგლისური ენის ცოდნის დონის მქონე მსურველისთვის. მსმენელების ჯგუფებში განაწილება ხდება ინგლისური ენის ცოდნის დონის გამსაზღვრელი ტესტირებით, სრულიად უსასყიდლოდ.

კურსების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩვენი გვაქვს.

7-14 წლამდე მოზარდებისთვის: ზოგადი ინგლისური ბავშვებისთვის და შაბათ-კვირის სკოლა.

ზრდასულთათვის – ზოგადი ინგლისური, სასაუბრო ინგლისური, ბიზნესინგლისური, იურიდიული ინგლისური, საკვირაო კურსი, საზაფხულო ინტენსიური კურსი, საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები IELTS, TOEFL, FCE, CAE, ასევე, მოქმედებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები დამწყები და მოქმედი პედაგოგებისთვის.

ხელოვნების აკადემიაში მოსწავლეებს ვთავაზობთ ხატვის, ძერწვის, გრაფიკისა და ფერწერის შესწავლას, როგორც პროფესიონალ, ასევე სამოყვარულო დონეზე. გამოყოფილი გვაქვს ძალიან ლამაზი და მყუდო სივრცე, სადაც ჩვენი პროფესიონალი პედაგოგები ეხმარებიან მოსწავლეებს მიიღონ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა, განივითარონ ფანტაზიის უნარი, გამოიმუშავონ ნებისყოფა, დაეხმარონ ბავშვებს მათი შემოქმედებითი ნიჭისთვის სწორი მიმართულების მიცემაში.

“ლეველსში” გვაქვს საატესტატო, ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამები. გაკვეთილები ტარდება მცირერიცხოვან ჯგუფებში, სერტიფიცირებული მასწავლებლების ხელმძღვანელობით.  

რაც შეეხება შაბათ-კვირის სკოლას, ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ბანაკ “შერვუდთან”, რომელიც უკვე რამდენიმე წელია საკმაოდ წარმატებით მოღვაწეობს საგანმანათლებლო სფეროში და ბავშვებს სრულიად განსხვავებულ, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ინგლისურენოვან ბანაკს სთავაზობს. შერვუდითან ერთად შევქმენით  შაბათ-კვირის სკოლა „შერვუდის აკადემია“, სადაც 6-12 წლის მოსწავლეებისთვის გვაქვს მათ ასაკსა და ინტერესებზე მორგებული ჯგუფები ინგლისურში, წიგნიერებაში, ფსიქოლოგიაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში. 12 წლიდან ზემოთ კი, გვაქვს „ბიზნესის სკოლა“, სადაც სხვადასხვა სფეროდან მოწვეული ტრენერ/ექსპერტები იმუშავებენ მოზარდებთან, მათთვის საინტერესო თემატიკაზე, ექნებათ საინტერესო ტრენინგები მარკეტინგში, ბიზნესში, ჟურნალისტიკაში, კრეატივში, პრეზენტაციის ხელოვნებაში, ციფრულ ტექნოლოგიებში, ფინანსებში და სხვა.

[R]

განხილვა